მთავარი » მსოფლიო » მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 300 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კორონავირუსით ინფიცირებულთა რაოდენობამ 300 მილიონს გადააჭარბა

მსოფლიოში კოვიდ-19-ით ინფიცირებულთა რაოდენობამ, პანდემიის დაწყების დღიდან დღემდე, 300 მილიონს გადააჭარბა და 300 002 021 შეადგინა. მონაცემებს ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტი ავრცელებს.

თუმცა ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია ამ ეტაპზე 296,49 ინფიცირებულის შესახებ აცხადებს.

შემთხვევების რაოდენობით ლიდერია ამერიკის შეერთებული შტატები – ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, იქ კორონავირუსით 58,4 მილიონი ადამიანი დასნებოვდა. მეორე ადგილზეა ინდოეთი 35,1 მილიონი დაავადებულით, მესამეზე კი ბრაზილია 22,32 მილიონი ინფიცირებულით.

პირველ ხუთეულში ასევე შედის დიდი ბრიტანეთი (14,1 მილიონი) და საფრანგეთი (11,2 მილიონი).

რაც შეეხება ლეტალობის მაჩვენებელს, იგივე უნივერსიტეტის მონაცემებით, კორონავირუსით ინფიცირების შედეგად მსოფლიოში 5,47 მილიონი ადამიანი გარდაიცვალა.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …