მთავარი » მსოფლიო » მსოფლიოში 900 მილიონამდე აცრა გაკეთდა, ლიდერები ისრაელი და სეიშელის კუნძულებია

მსოფლიოში 900 მილიონამდე აცრა გაკეთდა, ლიდერები ისრაელი და სეიშელის კუნძულებია

მოსახლეობის კოვიდ-ვაქცინაციის მასშტაბებით, ერთი დოზა ვაქცინაციის მაჩვენებლით, ისრაელს სეიშელის კუნძულებმა გადაუსწრო. აღმოსავლეთ აფრიკის ამ კუნძულოვან სახელმწიფოში ერთი დოზით მოსახლეობის 68%-ია ცრილი, ისრაელში კი 60%. ინფორმაციას „ნიუ-იორკ თაიმსი“ ავრცელებს. თუმცა, გამოცემის მონაცემებით, ორჯერადად ვაქცინირებული მოსახლეობის წილით – 56%-ით მსოფლიოს ლიდერი ისევ ისრაელია. სეიშელის შემთხვევაში ეს მაჩვენებელი 47%-ია.  გაუმჯობესებული ეპიდსიტუაციის ფონზე, ისრაელში 19 აპრილიდან ღია სივრცეში პირბადის ტარების ვალდებულება გაუქმდა.

ვაქცინაციის მაჩვენებლებით შემდეგია არაბეთის გაერთიანებული საემიროები, რომელსაც მოსდევს: ჩილე, ბაჰრეინი, ბუტანი, გაერთიანებული სამეფო, სადაც მოსახლეობის 49% ერთჯერადად, 14% კი ორჯერადადაა აცრილი.

გამოცემა წერს, რომ ქვეყნების ძალისხმევა მიმართულია პრიორიტეტული ჯგუფების ვაქცინაციისკენ, როგორიცაა 60-დან 70-მდე წლამდე ასაკის მოქალაქეები, ექიმები, სხვადასხვა დაავადების მქონე პირები.

დიდია განსხვავება კონტინენტებს შორის. აფრიკაში ვაქცინაციის ყველადე დაბალი მაჩვენებელია.

ნაკლებად მდიდარი ქვეყნები იმედებს ვაქცინების ერთობლივ გამოყენებაზე ამყარებენ. საუბარია  Covax პლატფორმაზე, რომლის მიზანიც წლის ბოლომდე ორი მილიარდი დოზა ვაქცინის განაწილებაა.

მთელ მსოფლიოში ჩატარებული ინექციების 83 პროცენტი  მაღალ და საშუალოშემოსავლიან ქვეყნებზე მოდის. დაბალი შემოსავლების სახრლმწიფოებზე კი ვაქცინების მხოლოდ 0,2 პროცენტი მოდის.

ამ ეტაპზე მსოფლიოში 890 მილიონი დოზა ვაქცინაა გაკეთებული. ქვეყნების უმრავლესობაში – 126 ქვეყანაში „ასტრაზენეკას“ ვაქცინას გამოიყენებენ, 86 ქვეყანაში „ფაიზერს“, „მოდერნას“ ვაქცინით მოსახლეობას 36 ქვეყანაში ცრიან.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …