მთავარი » ჯანდაცვა » მსოფლიო თამბაქოს გარეშე
„მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ - ამ თემაზე დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა.

მსოფლიო თამბაქოს გარეშე

„მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ – ამ თემაზე დღეს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით კონფერენცია გაიმართა.

შეხვედრაზე თამბაქოს კონტროლის კანონმდებლობის გაძლიერების მიზნით დაგეგმილი ღონისძიებები, თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების სტატუსი და თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრის პოლიტიკის დოკუმენტი განიხილეს.

ღონისძიებას შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის დირექტორი ამირან გამყრელიძე, ასევე ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და არასამთავრობო სექტორის წარმომადგენლები დაესწრნენ. 

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია თამბაქოს კონტროლის ჩარჩო-კონვენციის სამდივნო წევრ ქვეყნებს თამბაქოს პროდუქტების სადა შეფუთვისკენ მოუწოდებს. სტანდარტიზებული შეფუთვა პირველად ავტსრალიაში 2012 დაინერგა. 

„მსოფლიო თამბაქოს გარეშე“ – ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციისა და მისი პარტნიორი ორგანიზაციების მიერ ყოველწლიურად, 31 მაისს აღინიშნება. 

 

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …