მთავარი » ჯანდაცვა » მოწყობილობა რომელიც კალორიებს ითვლის – ქართველი მეცნიერის მიერ შექმნილი პროდუქტი
სამაჯურ GoBe-ის შემქმნელები ამბობენ, რომ სამაჯური ადამიანის მიერ მიღებულ კალორიებს ავტომატურად და დისტანციურად ითვლის.

მოწყობილობა რომელიც კალორიებს ითვლის – ქართველი მეცნიერის მიერ შექმნილი პროდუქტი

კალორიების დამთვლელმა სამაჯურმა, რომელსაც სამედიცინო ექსპერტები სკეპტიკურად უყურებდნენ, ტელეკომპანია BBC-ის ექსპერიმენტში მიიღო მონაწილეობა.

როგორც სამაჯურ GoBe-ის შემქმნელები ამბობენ, მას ადამიანის მიერ მიღებული კალორიების დათვლა ავტომატურად და დისტანციურად შეუძლია. ტექნოლოგიის მწარმოებელი ფირმის “Healbe Corporation”-ის თანადამფუძნებელი გიორგი მიქაბერიძეა, რომელმაც ტელეკომპანიის მიერ ჩატარებულ ტესტირებაში მიიღო მონაწილეობა.

BBC-ის საექსპერიმენტო ჯგუფმა პროდუქტები, რომლითაც დამფუძნებელი მოწყობილობის გამოსაცდელად “ისადილებდა” თავად შეარჩია.

  • ყველისა და ინდაურის სენდვიჩი (125 კალორია)
  • ერთი ბოთლი ვაშლის წვენი (210 კალორია)
  • შოკოლადის ფილა (220 კალორია)

სმარტფონის აპლიკაციამ, რომელიც სამაჯურს  უსადენოდ უკავშირდება პროდუქტის გამოთვლა 15 წუთის შემდეგ დაიწყო. შედეგი, რომელიც პროგრამამ აჩვენა 514 კალორიას უდრიდა, რაც წინასწარ გამოთვლილ 555-ს ჩამორჩებოდა, თუმცა აღსანიშნავია, რომ თითოეულო სხეულის ინდივიდუალურობიდან გამომდინარე პროგრამას დაიჯესტისთვის გარკვეული დრო სჭირდება. ცდის ბოლოს კალორიების ნიშნული კვლავ აგრძელებდა ზრდას, რაც დადგენილ მაჩვენებლამდე მაქსიმალურად ზუსტ შედეგს აჩვენებდა.

როგორ მუშაობს GoBe?

მასში დამონტაჟებული სენსორი იყენებს ტექნიკას, სახელწოდებით ბიოიმპედანსი, რაც ნიშნავს შეუმჩნეველი ელექტრო მუხტებით სხეულის წინააღმდეგობის განსაზღვრას. მოწყობილობა ანალოგებისგან განსხვავდება იმით, რომ მწარმოებლებმა მისი შექმნისას პირველად გამოიყენეს ალგორითმი, რომელიც პროცედურის შემდეგ დაფიქსირებულ მაჩვენებელს კალორიების მაჩვენებლად გარდაქმნის.

“საკვებთან ერთად ჩვენ ვიღებთ ცილებს ცხიმებსა და ნახშირწყლებს. ნახშირწყლები გარდაიქმნება გლუკოზად, რომელიც მიეწოდება უჯრედს. ხოლო როდესაც უჯრედი იღებს გლუკოზას, ის თავისუფლდება წყლისგან, რაც თავისთავად ნიშნავს წყლის ბალანსის შეცვლას.

სენსორი აკონტროლებს და აკვირდება ამ ბალანსის ცვალებადობას, ქმნის გლუკოზის შესახებ ცხრილს და ითვლის ნახშირწყლებს. მოწყობილობა ამის შემდეგ ითვალისწინებს მიღებულ ცხიმებსა და ცილების რაოდენობას და კალორიების შესახებ საბოლოო მაჩვენებელს ითვლის. პროცედურის დასახვეწად რამდენიმე წელია მათემატიკურ განტოლებებსა და გამოთვლებს ვიყენებთ” – ამბობს გიორგი მიქაბერიძე.

იმის გათვალისწინებით, რომ მოწყობილობას შეუძლია მიღებული კალორიების შთამბეჭდავი სიზუსტით გამოთვლა, ის ინოვაციურ მოწყობილობად ითვლება. განსაკუთრებით მათთვის, ვისაც ჯანსაღი ცხოვრების წესისა და ტექნოლოგიური პროგრესის ერთად შერწყმა ახარებს.

“პატარა კომპანიებს აქვთ სულისკვეთება და დიდი სურვილი, რომ რაიმე ღირებული, საინტერესო და ახალი შექმნან. ამიტომ ხდება, რომ ახალი მოწყობილობები ხანდახან სრულიად უცნობი კომპანიის პროდუქტებს წარმოადგენს, თუმცა ეს არ ნიშნავს იმას, რომ მათი “ნდობა” არ შეიძლება. ჩვენ უკვე 12 ათასი ასეთი სამაჯური დავამზადეთ. მათი ნახევარი სხვადასხვა დამფინანსებლებსა და კომპანიებს გადაეგზავნებათ, ნახევარი კი გაყიდვაში თვის ბოლოს ჩაეშვება.”

goodnews.on.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …