მთავარი » ჯანდაცვა » მოსახლეობის სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვა-გამოკვლევები
26-27 სექტემბერს ჩატარდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთსა და სოფელ ბალიჭში მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვა-გამოკვლევები.

მოსახლეობის სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვა-გამოკვლევები

სსიპ „ლ. საყვარელიძის სახელობის დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის“ ორგანიზებით, 26-27 სექტემბერს ჩატარდა ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთსა და სოფელ ბალიჭში მცხოვრები მოსახლეობის სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვა-გამოკვლევები.

აღნიშნული აქცია განხორციელდა „ბოლნისისა და დმანისის მუნიციპალიტეტების დასახლებულ პუნქტებში გარემოსა და ადამიანის ჯანმრთელობაზე მოქმედი ადგილობრივი რისკ-ფაქტორების განსაზღვრისა და შეფასების მიზნით გასატარებელ ღონისძიებათა შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2015 წლის 14 სექტემბრის №1973 განკარგულებით განსაზღვრული ღონისძიებების შესაბამისად და მასში მონაწილეობა მიიღო ცენტრის თანამშრომლებმა და ბერძნული სამედიცინო ფონდი „ჰიპოკრატეს“ ექიმ-სპეციალისტებით დაკომპლექტებულმა სამედიცინო გუნდმა.

ბოლნისის მუნიციპალიტეტის დაბა კაზრეთის და სოფელი ბალიჭის მცხოვრებ მოსახლეობას უფასო სამედიცინო-პროფილაქტიკური გასინჯვები და საჭიროების შემთხვევაში ცალკეული ინსტრუმენტული (ეკგ, ექოსკოპია) და ლაბორატორიული გამოკვლევები ჩაუტარდათ (26 სექტემბერს ოჯახის ექიმის, ოფთალმოლოგის, ნევროლოგის, ენდოკრინოლოგის და ექიმი რადიოლოგის კონსულტაციები, ხოლო 27 სექტემბერს ოჯახის ექიმის, ქირურგის, ოტორინოლარინგოლოგის და ექიმი რადიოლოგის კონსულტაციები).

medportal.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …