მობილური აპლიკაცია ბავშვთა ვაქცინაციის გასაკონტროლებლად: მშობლებს მისი გამოყენება 1-ლი ივნისიდან შეგეძლებათ.
ბავშვთა ვაქცინაციის კონტროლის გასამარტივებლად, “გაერო-ს ბავშვთა ფონდის” მხარდაჭერით, სპეციალური აპლიკაცია შეიქმნა. მობილური აპლიკაცია, პირველ რიგში, მშობლებისთვის არის განკუთვნილი.
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, ამ ეტაპზე ის დანერგვის პროცესში. სრული მასშტაბით კი აპლიკაციის გამოყენება პირველი ივნისიდან იქნება შესაძლებელი. ამასთან, ცენტრის ხელმძღვანელმა ხაზი გაუსვა მშობლების მხრიდან აცრების კალენდრის კონტროლის მნიშვნელობას.