მთავარი » ჯანდაცვა » მივესალმებით, თუ ევროპელი ექსპერტები დარწმუნდებიან, რომ აქ ადგილი არ აქვს პოლიტიკური დევნას
მივესალმებით იმას, თუ ჩამოვლენ ექსპერტები, სპეციალისტები და კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან იმაში, რომ აქ ადგილი არ აქვს პოლიტიკური დევნას,-განაცხადა სერგეენკომ.

მივესალმებით, თუ ევროპელი ექსპერტები დარწმუნდებიან, რომ აქ ადგილი არ აქვს პოლიტიკური დევნას

ჯანდაცვის მინისტრი მიესალმება იმ ფაქტს, თუ საქართველოში სასამართლოს მუშაობის გასაცნობად ევროკავშირის დელეგაცია ჩამოვა.

ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„რეზონანსულ საქმეებს გამჭირვალობა სჭირდება. ჩვენ მივესალმებით იმას, თუ ჩამოვლენ ექსპერტები, სპეციალისტები და კიდევ ერთხელ დარწმუნდებიან იმაში, რომ აქ ადგილი არ აქვს პოლიტიკური დევნას,“ – განაცხადა დავით სერგეენკომ.

სასამართლო მუშაობის გასაცნობად ევროკავშირის დელეგაციის საქართველოში შესაძლო ჩამოსვლასთან დაკავშირებით განცხადება საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა განაცხადა.

მინისტრის თქმით, საქართველო მზად არის იმ საკითხებზე, რომელთა მიმართებაშიც ევროპელი პარტნიორების მხრიდან არსებობს ინტერესი შეიქმნას გარკვეული მექანიზმი, რაც საშუალებას მისცემს ევროპელ პარტნიორებს მიიღონ ამომწურავი პასუხი ყველა კითხვაზე.

newposts.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …