მთავარი » ჯანდაცვა » მისასალმებელია, როცა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს აინტერესებთ, როგორ გრძნობენ ადამიანები თავს
აინტერესებთ, როგორ გრძნობენ ადამიანები თავს და რას ფიქრობენ მათი საქმიანობის შესახებ, ეს მისასალმებელია, თუმცა არ ვიცი, ეს გამოკითხვა რა მეთოდიკით ხდება.

მისასალმებელია, როცა გადაწყვეტილების მიმღებ პირებს აინტერესებთ, როგორ გრძნობენ ადამიანები თავს

„გლობალ ალიანსისა“ და საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს ერთობლივი სოციალური ინიციატივა „რა გაწუხებთ?“ ხაზს უსვამს  სამინისტროს მზადყოფნას, მოუსმინოს საქართველოს ნებისმიერ მოქალაქეს, გაიგოს რა აწუხებს მას და „გლობალ ალიანსთან“ ერთად, საზოგადოების აზრი შემდგომი რეფორმირებისას გაითვალისწინოს.

ამ ინიციატივას ეხმაურება ჟურნალისტი ია ანთაძე. ის მიესალმება ხელისუფლების მზაობას, მოუსმინოს მოქალაქეებს და გაითვალისწინოს მათი აზრი.

„გადაწყვეტილებების მიმღებ პირებს რომ აინტერესებთ, როგორ გრძნობენ ადამიანები თავს და რას ფიქრობენ მათი საქმიანობის შესახებ, ეს მისასალმებელია, თუმცა არ ვიცი, ეს გამოკითხვა რა მეთოდიკით ხდება“, – აცხადებს ანთაძე.

ია ანთაძის აზრით, მთავარი თემა, რაც შეიძლება გამოიკვეთოს ამ გამოკითხვის შედეგად, ეს იქნება ფინანსური პრობლემები.

„თავად ჯანდაცვის სისტემაშიც აღიარებენ, რომ მიუხედავად სახელმწიფოს დიდი წვლილისა, ადამიანებს მაინც უხდებათ საკმაო თანხის გაღება საკუთარი ჯიბიდან. სახელმწიფოს ერთ-ერთი მთავარი პასუხისმგებლობა ამ ეტაპზე არის ის, რომ შეამციროს პაციენტის ჯიბიდან გადახდილი თანხები. ეს ეხება, უმთავრესად, წამლების ფასს, პირველ რიგში, ქრონიკული ავადმყოფებისთვის. სახელმწიფო უნდა შეეხიდოს მათ, ეს არის მნიშვნელოვანი“, – აცხადებს ანთაძე.

ჯანდაცვის სისტემაზე საუბრისას, ია ანთაძე ასევე შეეხო იმ პროექტებს, რომლებიც წარმატებული აღმოჩნდა საზოგადოებისთვის.

„დარწმუნებული ვარ, С ჰეპატიტის პროგრამა მართლა აღმოფხვრის ამ დაავადებას საქართველოში, მიზანიც ესაა და ჯერჯერობით, ძალიან კარგი შედეგები გვაქვს.  საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამაში სტაციონარის ნაწილიც არის ძალიან ჰუმანური, რადგან ადამიანებს შესაძლებლობა აქვთ, მძიმე ავადმყოფობის შემთხვევაში არ მოუხდეთ  სახლ-კარის გაყიდვა. პროგრამა ადამიანებს აძლევს ღირსეული ავადმყოფობის საშუალებას, ეს განსაკუთრებით მოხუცებს ეხება, რომლებსაც მეტად სჭირდებათ ამგვარი მომსახურება“, – აცხადებს ანთაძე.

info9.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …