მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » მინისტრის გადაწყვეტილება მოსახლეობის საჭიროებებსა და მათ მოლოდინზეა მიმართული
მინისტრისთვის ცნობილია მოსახლეობის პრობლემები და ის პრაქტიკული საჭიროებები, თავისი პირადი ჩართულობისა და იმ კოლეგების მეშვეობით, რომლებიც მოსახლეობასთან მუშაობენ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე – ის სიტუაცია, რაც ქვეყანაში არსებობს ჯანდაცვის მიმართულებით.

მინისტრის გადაწყვეტილება მოსახლეობის საჭიროებებსა და მათ მოლოდინზეა მიმართული

“H1N1-თან დაკავშირებით ქვეყანაში შექმნილ მდგომარეობაზე დავით სერგეენკოს ძალიან კარგი და ეფექტური რეაგირება ჰქონდა, რაც, პირველ რიგში, მოსახლეობის საჭიროებებსა და მათ მოლოდინზეა მიმართული”,

– ასე შეაფასა „გლობალური ალიანსის პრეზიდენტმა ჟან-ელი მალკინმა ჯანდაცვის მინისტრის, დავით სერგეენკოს მუშაობა ვირუსულ გრიპთან დაკავშირებით სოციალური ინიციატივის “რა გაწუხებთ?” პრეზენტაციის დასრულებისას.

„აღნიშნული ინიციატივის მნიშვნელობის წარმატებულ მაგალითად, მინდა მოვიყვანო ის ქმედებები, რომელიც ამჟამად აქტუალურია საქართველოში და უკავშირდება H1N1 ვირუსის შემთხვევებს. მინისტრს ამ სიტუაციაზე ჰქონდა ძალიან კარგი და ეფექტური რეაგირება, რაც, პირველ რიგში, სწორი მენეჯმენტის გამოხატულებაა და მოსახლეობის საჭიროებებზე, მათ მოლოდინზეა მიმართული.

ეს იყო ძალიან სწორი და კარგი რეაგირება, რაც მინისტრმა განახორციელა, რათა გააძლიეროს ასეთ შემთხვევებზე პასუხი და პროცესის ეფექტურად მართვის მიზნით, გაზარდოს ოჯახის ექიმების ჩართულობა. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს პირველადი ჯანდაცვის რეფორმის გაგრძელების მნიშვნელობას, რომელიც მინისტრისა და ასევე ჩვენი „გლობალური ალიანსის“ ერთობლივი პროგრამის პრიორიტეტია – პირველადი ჯანდაცვის გაუმჯობესება და ამ მხრივ მუშაობის გაგრძელება“, – განაცხადა მალკინმა.

მალკინმა დადებათ შეაფასა ჯანდაცვის მინისტრის მუშაობა და ის ქმედითი ნაბიჯები, რაც ბოლო დროს განახორციელა:

„მინისტრისთვის ცნობილია მოსახლეობის პრობლემები და ის პრაქტიკული საჭიროებები, თავისი პირადი ჩართულობისა და იმ კოლეგების მეშვეობით, რომლებიც მოსახლეობასთან მუშაობენ სხვადასხვა სამედიცინო დაწესებულებებში, ასევე –  ის სიტუაცია, რაც ქვეყანაში არსებობს ჯანდაცვის მიმართულებით. მაგრამ აღნიშნული ინიციატივა საშუალებას მოგვცემს, უფრო ახლოს ვიყოთ მოსახლეობასთან და მივიღოთ უფრო კონკრეტული ინფორმაცია მათგან, რათა შემდეგ განსაკუთრებული ყურადღება დავუთმოთ კონკრეტულ საკითხებს“.

შეგახსენებთ, რომ შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ და „გლობალური ალიანსის“ პრეზდენტმა ჟან-ელი მალკინმა ერთობლივი ბრიფინგი გამართეს.

ბრიფინგის ფარგლებში, ერთობლივი სოციალური ინიციატივის „რა გაწუხებთ?“  პრეზენტაციაც მოეწყო. 25 იანვრიდან სპეციალური კითხვარ

ის საშუალებით, მოსახლეობის გამოკითხვა დაიწყება. ახალი ინიციატივა სამინისტროს საზოგადოების სამედიცინო საჭიროებების კიდევ უფრო, ზუსტად განსაზღვრაში დაეხმარება. კითხვარი, როგორც ინტერნეტით – ვებგვერდზე www.1505.ge , ასევე, ჯანდაცვის რეგიონულ ოფისებში იქნება ხელმისაწვდომი. გამოკითხვის შედეგებს დაამუშავებს და შეაჯამებს სოციოლოგიური კვლევის კომპანია.

„ეს ძალიან მნიშვნელოვანი ინიციატივაა, როგორც სამინისტროსთვის, ასევე  ჩვენთვის. როგორც ავღნიშნე, „გლობალური ალიანსი“ მჭიდროდ თანამშრომლობს სამინისტროსთან. როგორც მინისტრმა ხაზი გაუსვა, ჩვენ მივიღებთ ინფორმაციას, ყველაზე მეტრად რა აწუხებს მოსახლეობას, ხოლო საზოგადოებას შესაძლებლობა ექნება, გამოხატოს საკუთარი აზრი, რისი თქმაც სურს სამინისტროსთვის“, – განმარტა ჟან-ელი მალკინმა.

2015 წლის აპრილში, საქართველოს მთავრობასა და  საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფ „გლობალურ ალიანსს“ შორის საქართველოს ჯანდაცვის სფეროს მართვის ინოვაციური ინსტრუმენტებისა და სრულყოფის მიმართულებების შემუშავების მიზნით შეთანხმება გაფორმდა. საერთაშორისო საკონსულტაციო ჯგუფი „გლობალური ალიანსი“, რომელსაც საფრანგეთის ყოფილი საგარეო და სამგზის ჯანდაცვის მინისტრი ბერნარ კუშნერი ხელმძღვანელობს,   ჯანდაცვის სისტემების მართვის მსოფლიოს აღიარებული ექსპერტებითაა დაკომპლექტებული.

გლობალურ ალიანსსა და საქართველოს მთავრობას შორის ხელშეკრულებით გათვალისწინებული,  ჯანდაცვის სისტემის სრულყოფის დოკუმენტების მომზადება, რომელიც პირველადი ჯანდაცვის რეორგანიზაციის, ხარჯთეფექტურობის გაზრდის,  სამედიცინო მომსახურებასა და მედიკამენტებზე ხელმისაწვდომობის ამაღლების, ჯანდაცვის ევროპულ  ნორმებთან და კანონმდებლობასთან ინტეგრაციისა და მართვის ევროპული სტანდარტების დანერგვას ითვალისწინებს, დასრულებულია. ამჟამად მიმდინარეობს დოკუმენტების ქართულ ენაზე თარგმნა. „გლობალურ ალიანსთან“ ხელშეკრულება  მთავრობის  გადაწყვეტილებით 1 მაისამდე გაგრძელდა.

for.ge

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …