საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის ორგანიზებით, მესტიაში უფასო სამედიცინო გასინჯვების აქცია გაიმართა,- ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურება ქირურგიის ეროვნული ცენტრის სპეციალისტებმა გაუწიეს.
ადგილზე 15-მდე სხვადასხვა მიმართულების ექიმთა ჯგუფი იყო მობილიზებული.
აქციის ფარგლებში, ადგილობრივებს უფასო ექოსკოპიური და კარდიოლოგიური გამოკვლევებიც ჩაუტარდათ. ექიმის დანიშნეულების მიხედვით კი, შესაბამისი მედიკამენტები უსასყდლოდ გადაეცათ. მრავალპროფილიანი სამედიცინო გასინჯვები მესტიაში მთელი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა.
აქციას საგანგებო სიტუაციების კოორდინაციისა და გადაუდებელი დახმარების ცენტრის დირექტორი ავთანდილ თალაკვაძე დაესწრო.
პროფილაქტიკური გასინჯვები პერმანენტულ ხასიათს ატარებს და ცენტრის ორგანიზებით მთელი ქვეყნის მასშტაბით იმართება.