მთავარი » ჯანდაცვა » მესტიაში ფართომასშტაბიანი სამედიცინო აქცია ჩატარდა
დანიშნულების შესაბამისი 20 დასახელების, 18735.40 ლარის ღირებულების ფარმაცევტული პროდუქტი "ჰუმანითი ჯორჯიამ" მესტიაში მოსახლეობას უსასყიდლოდ გადასცა.

მესტიაში ფართომასშტაბიანი სამედიცინო აქცია ჩატარდა

სამი დღის განმავლობაში, მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უფასო სამედიცინო გასინჯვები და ოპერაციები ჩაუტარდა.

სამედიცინო აქცია მესტიისა და ზემო სვანეთის მიტროპოლიტის ინიციატივითა და ჯანდაცვის სამინისტროს საგანგებო სიტუაციებისა და კოორდინაციის რეჟიმის დეპარტამენტის ორგანიზებით გაიმართა.

სამი დღის განმავლობაში, ადგილობრივებს სამედიცინო მომსახურებას რესპუბლიკური საავადმყოფოს წამყვანი ექიმ-სპეციალისტები უწევდნენ. მრავალპროფილური სამედიცინო აქციის ფარგლებში, ოფთალმოლოგს კონსულტაციისთვის მიმართა 125-მაპაციენტმა. ჩატარდა კატარაქტის 12 და რქოვანადან უცხო სხეულის ამოღების 2 ოპერაცია. გინეკოლოგის კონსულტაციითა და კოლპოსკოპიით ისარგებლა 33-მა ადამიანმა. კარდიოლოგს კონსულტაციისთვის მიმართა 120-მა პაციენტმა, ამდენივეს ჩაუტარდა ექოკარდიოსკოპია. გასტროენტეროლოგის კონსულტაცია გაეწია 31 პირს, ენდოკრინოლოგის – 57-ს, ნევროლოგის – 45-ს, თერაპევტის – 41-ს, ოტორინოლარინგოლოგის –114-ს, ყბა–სახის ქირურგის – 12-ს, უროლოგის კი 26 ადამიანს.

აქციის ფარგლებში, ჩატარდა სხვადასხვა სახის ინსტრუმენტული კვლევა, მათ შორის – 48 რენტგენოგრაფია, 90 ექოსკოპია, 16 გასტროსკოპია და 2 კოლონოსკოპია. სამედიცინო აქციის ფარგლებში, პაციენტებს ოპერაციებიც გაუკეთდათ. სამი დღის განმავლობაში, ჩატარდა ლაპარასკოპიული ქოლეცისტექტომიის 2, თიაქარკვეთის 2 და ცისტოლითოტომიის 1 ოპერაცია.

მრავალპროფილური სამედიცინო აქციის ფარგლებში, პაციენტებს მედიკამენტები დაურიგდათ. დანიშნულების შესაბამისი 20 დასახელების, 18735.40 ლარის ღირებულების ფარმაცევტული პროდუქტი “ჰუმანითი ჯორჯიამ” მესტიის მუნიციპალიტეტის მოსახლეობას უსასყიდლოდ გადასცა.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …