Merrill Lynch შეარჩია ოთხი ძირითადი ფარმაცევტული კომპანია, რომელიც 2016 წელს ყველაზე დიდ დაინტერესებას გამოიწვევს დივიდენდების თვალსაზრისით.
Wall Street ექსპერტები მიიჩნევენ რომ ამ წელს საფონდო ბირჟაზე საინვესტიციო ბანკი ყურადღბას გაამახვილებს ისეთ კომპანიებზე, რომელნიც მუდმივად ვითარდებიან და სანდო არიან გადასახადების კუთხით. საინვესტიციო ბანკისთვის ჯერ კიდევ მიმზიდველია ფარმაცევტული სექტორი. გამოყოფილია ოთხი მსხვილი კაპიტალის მქონე კომპანია ,რომელთა ფასიანი ქაღალდები რეკომენდირებულია შესაძენად.
პირველი ასეთი კომპანიაა Abbott Laboratories. მისი შემოსავლები ნაწილდება ხუთ ბიზნეს სეგმენტზე : საკვები დანამატები (31%), გულ-სისხლძარღვთა პრეპარატები (13%), ჯენერიკები (20%), დიაგნოსტიკა (25.5%) და დიაბეტი (10.5%).
კომპანიამ მოგება მიიღო მესამე კვარტალში. Abbott აქციონერები დივიდენდის სახით 2.31% მოგებას პროგნოზირებენ . აქციების სამიზნე ფასი Merrill Lynch-ის მიხედვით 53 დოლარია. დეკემბერში აქციების სავაჭრო ფასი შეადგენდა 45 დოლარს.
მეორე კომპანიაა – Eli Lilly. პორტფელში შედის მედიკამენტების ის ჩამონათვალი რომელიც გამოიყენება შიზოფრენიით და ბიპოლარული აშლილობით დაავადებულთათვის; პანკრეასის კიბოს, ოსტეოპოროზის, დეპრესიის, ერექციული დისფუნქციის, ყურადღების დეფიციტის ჰიპერაქტიურობის სამკურნალოდ.
კომპანიის ცნობით მოგება მესამე კვარტალში მოსალოდნელზე უფრო მაღალი იყო. აქციონერთა მოგება განისაზღვრა 2.38%-ით. Merrill Lynch-ს მიხედვით სამიზნე ფასი დეკემბერში მერყეობდა 108-დან 104-დოლარს შორის, აქციების სავაჭრო ღირებულება კი შეადგენს 85.85 დოლარს.
მესამე კომპანიაა – MSD. კომპანია ყიდის მრავალი სახეობის მედიკამენტს : ვაქცინები, ბიოლოგიური პრეპარატები და ცხოველთა ჯანმრთელობის პროდუქტები.
კომპანიის პროდუქცია წარმოდგენილია 140-ზე მეტ ქვეყანაში. MSD – მეოთხე უმსხვილესი ფარმა კომპანიაა მსოფლიოში შემოსავლების და ყოველწლიური მოგების კუთხით. MSD აქციონერები დივიდენდის სახით 3.48% მოგებას იღებენ. Merrill Lynch სამიზნე ფასი 63 დოლარს შეადგენს, ხოლო მათი ფასები დეკემბერში გაუტოლდა 52 დოლარს .
და ბოლოს, მეოთხე კომპანია – Pfizer. მას აქვს ძალიან ძლიერი მედიკამენტების პორტფელი, რომელიც მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში იძლევა საიმედოობის და განვითარების გარანტიას.ცოტა ხნის წინ ცნობილი გახდა ორი კომპანიის გაერთიანების შესახებ : Pfizer -Allergan.
Pfizer განაცხადა, რომ ამ წელს განახორციელებს 20 მედიკამენტის კლინიკურ კვლევას.მათ შორის კიბოს სამკურნალო პრეპარატების. Pfizer უკვე განხორციელებული აქვს რვა კიბოს საწინააღმდეგო პრეპარატის გამოცდა. ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, მათ შორის ოთხმა პრეპარატმა დადებითი შედეგი გამოიღო.
Pfizer აქციონერები იღებენ 3.57% დივიდენდის შემოსავალს. Merrill Lynch-ს მიხედვით სამიზნე ფასი 39დოლარია,ხოლო 2015 წლის ბოლოს საფონდო ბირჟაზე სავაჭრო ფასმა შეადგინა 32დოლარი.