მთავარი » ჯანდაცვა » მერია ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე, 214 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს
2016 წლის ბიუჯეტის პროექტის თანახმად, ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე, 214 მილიონ 300 ათასი ლარი გამოიყოფა, რაც 2015 წელზე 9 მლნ. 300 ათასით მეტია.

მერია ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე, 214 მილიონ ლარზე მეტს დახარჯავს

დედაქალაქის 2016 წლის ბიუჯეტის დაზუსტებული პროექტის თანახმად, ჯანდაცვასა და სოციალურ უზრუნველყოფაზე, 214 მილიონ 300 ათასი ლარი გამოიყოფა, რაც 2015 წლის მაჩვენებელზე 9 მლნ. 300 ათასი ლარით მეტია. 

დედაქალაქის მერიის ცნობით, 2016 წლის ბიუჯეტის პროექტში, გარდა არსებული ჯანდაცვისა და სოციალური პროგრამებისა, გათვალისწინებულია ახალი პროგრამების დაფინანსებაც, კერძოდ, 3 მილიონი ლარის ოდენობით განისაზღვრა ჰერცეპტინის პროგრამის დაფინანსება, რაც ადრეული ძუძუს კიბოს დადებითი (I-III) სტადიის მქონე პირებისათვის პრეპარატ ჰერცეპტინით უზრუნველყოფას გულისხმობს, ასევე, 300 ათასი ლარით დაფინანსდება ფსიქიკური და ქცევითი აშლილობის მქონე პირთათვის მულტიდისციპლინური გუნდის მიერ მომსახურების მიწოდება; 500 ათასი ლარია გამოყოფილი ახალი პროგრამისთვის, რომელიც ბავშვთა და მოზარდთა ფიზიკური განვითარების ხელშეწყობისთვის ორთოპედიული პათოლოგიების სკრინინგსა და აღდგენით თერაპიას მოიცავს.

ამასთან, გაზრდილია სასწრაფო სამედიცინო დახმარების დაფინანსებაც, გასულ წელთან შედარებით, ზრდამ 3 მილიონ 400 ათასი ლარი შეადგინა.

მთლიანობაში კი, თბილისის 2016 წლის ბიუჯეტი 815 მლნ 900 ათასი ლარით განისაზღვრა.

pia.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …