მთავარი » მსოფლიო » მედიპოლ-მეგას საავადმყოფოთა ქსელმა თბილისში წარმომადგენლობა გახსნა
მედიპოლ-მეგა საუნივერსიტეტო საავადმყოფოთა ქსელი JCI სტანდარტების მფლობელი სამედიცინო კომპლექსია, რომელიც პაციენტებს მთელი მსოფლიოდან იღებს.

მედიპოლ-მეგას საავადმყოფოთა ქსელმა თბილისში წარმომადგენლობა გახსნა

მედიპოლ-მეგას საუნივერსიტეტო საავადმყოფოთა ქსელი JCI სტანდარტების მფლობელი სამედიცინო კომპლექსია, რომელიც პაციენტებს მთელი მსოფლიოდან იღებს.

აქ ჯანმრთელობის ყველა სახის პრობლემის მოგვარებაში დაგეხმარებიან. საავადმყოფოში პედიატრიული და ზრდასრული პაციენტების დიაგნოსტირებას და მკურნალობას მაღალკვალიფიციური პერსონალი ახორციელებს.

მედიპოლ-მეგას სამედიცინო კომპლექსი 4 დიდ საავადმყოფოს აერთიანებს და ასობით პატარა კლინიკას ფლობს. იგი თურქეთის ყველაზე ფართო პროფილის მქონე საავადმყოფოთა ქსელია:

ზოგადი პროფილის ცენტრალური საავადმყოფო – აერთიანებს ძირითად და შუალედურ პროფილებს, როგორიცაა ორთოპედია, შინაგანი ორგანოების მკურნალობა (გასტროენტოლოგია, ენდოკრინოლოგია, რევმატოლოგია), ნევროპათოლოგია, სისხლძარღვთა ნეირო ქირურგია, ანევრიზმის ოპერაცია, ზურგის ტვინის ნეირო ქირურგია,  თვალის სნეულებები,  გინეკოლოგია, უროლოგია, ხელოვნური განაყოფიერება,პროსტატის, სიმსუქნის ოპერაცია და სხვა.

ონკოლოგიური საავადმყოფო  – ყველა სახის კიბოსა და სიმსივნის ძირითადი და კლინიკური ონკოლოგია, რომელშიც მოიაზრება სამედიცინო ონკოლოგია (წამლით ჰორმონით და მსგავსი მეთოდებით ონკოლოგიური დაავადებების მკურნალობა), ონკოლოგიური ქირურგია, რადიაციული (სხივური თერაპია ) ონკოლოგია, ბირთვული მედიცინა, ალგოლოგია (ტკივილგაყუჩება), პედიატრიული და ზრდასრულთა ჰემატოლოგია და ორგანოთა ტრანსპლანტაცია.


ამ მიმართულებაში, განსაკუთრებით აღსანიშნავია ზრდასრულთა და პედიატრიული ჰემატოლოგია- ონკოლოგია, რომელიც ბავშვებსა და მოზარდებში კიბოს, სისხლის დაავადებების, გენეტიკური სიმსივნეების მკურნალობას ემსახურება და ყველაზე რთული პროფილებიდან ერთ-ერთია, რადგან,  სხვა პროფილის პაციენტებთან შედარებით, ამ პროფილის პაციენტისა და მისი ოჯახის წევრების ფსიქოლოგიური მდგომარეობა გაცილებით მძიმეა.

ამგვარი პაციენტებისთვის საავადმყოფოს ინფრასტრუქტურა და განყოფილების  სამედიცინო ჯგუფი სპეციალურად არის მომზადებული და ყველაფერი კეთდება იმისთვის, რომ მკურნალობის პროცესმა ფსიქოლოგიური პრობლემებისა და სტრესის გარეშე ჩაიაროს.

მედიპოლ მეგას ონკოლოგიურ საავადმყოფოში ოპერაციები თანამედროვე და უახლესი ტექნოლოგიებით ხორციელდება, ასევე ოპერაციები ტარდება რობოტული დანადგარებით: ორგანოთა ტრანსპლანტაციიისთვის გამოიყენება  DA VINCI. ასევე სხვა რობოტული დანადგარებით კეთდება სიმსუქნის, პროსტატის და სხვა ოპერაციები.

გულ-სისხლარღვთა ქირურგიული საავადმყოფო – კარდიოლოგია და კარდიო-ვასკულარული ქირურგია, რომელშიც მოიაზრება როგორც ზრდასრულთა, ისე ბავშვთა კარდიოლოგიური დაავადების დადგენა და მკურნალობა. განსაკუთრებით აღსანიშნავია თითოეულ პაციენტზე ინდივიდუალურად მისადაგებული ელექტროფიზიოლოგია, აბლაცია, კარდიოსტიმულატორების პროცედურა, გულის ოპერაციების ჩატარება და არითმიის პრობლემების მკურნალობა.

სტომატოლოგიური და ყბა სახის ქირურგიული საავადმყოფო – ყბა-სახის ქირურგით დაწყებული, პაციენტებს ენდოდოტის, პროთეზის, ორთოდონტიის, პედოდონტის, პედიადონტოლოგიის და Maxsillofacial რადიოლოგიის განყოფილებები ემსახურება.

მედიპოლ-მეგას საუნივერსიტეტო საავადმყოფოს მოდელი თურქეთის საუკეთესო ტექნიკური ინფრასტრუქტურის მფლობელია და აქ არსებული სადიაგნოსტიკო, მკურნალობისა და პაციენტების მეთვალყურეობის სამედიცინო აპარატები საერთაშორისო ასპარეზზე წარმატებული და აღიარებული ბრენდების ყველაზე მოწინავე მოდელებს წარმოადგენენ.

კიბერ დანა Cyber knife – აპარატი თავის ტვინის და ხერხემლის სიმსივნის, ასევე მრავალი სახის კიბოს სამკურნალოდ.

გამა დანა Gamma knife – ტვინის AVM  თანდაყოლილი სიმსივნეების სამკურნალოდ ქირურგიული ჩარევის გარეშე.

ტრუბიამი Truebeam – სხივური თერაპიის მოწყობილობა სხვა ონკოლოგიური დაავადებების სამკურნალო აპარატებზე მეტად სწრაფი და ეფექტურია. გამოიყენება ყველა სახის კიბოს რადიაციული მკურნალობის დროს.

ბირთვული მედიცინა გამოიყენება მრავალი სახის კიბოს მკურნალობის, გულის დაავადებათა,  გასტროლოგიური, ენდოკრინოლოგიური და ნერვოპათოლოგიური პრობლემების, ამასთანავე სხეულის სხვადასხვა პათოლოგიების სამკურნალოდ.

საავადმყოფო პაციენტებს ყველაზე მაღალი ტექნოლოგიით PFT/CT, CARDIAC, SPEQT/CT აპარატურით ემსახურება.

PET/CT პეტი – პოზიტრონემისიური ტომოგრაფია გამოიყენება შინაგანი რგანოების ფუნქციური აქტივობისა და დიაგნოსტიკის მიზნით, პეტი ადრეულ სტადიაში ავლენს ონკოლოგიურ დაავადებებს.

თუმცა, მედიპოლის განსაკუთრებულობა და პრიორიტეტი არამხოლოდ ჭკვიანი და ულტრათანამედროვე ტექნოლოგიები, არამედ ამ ტექნოლოგიებთან მომუშავე გამოცდილი და პროფესიონალი მედპერსონალია. ამ ორი ფაქტორის შერწყმა-გაერთიანება კი მედიპოლ-მეგას  პაციენტების უსაფრთხოებისა და ჯანმრთელობის გარანტია.

თურქეთის ყველაზე დიდი და მაღალტექნოლოგიური საუნივერსიტეტო საავადმყოფოთა ქსელის – მედიპოლ-მეგას წარმომადგენლობა უკვე თბილისშია და აღნიშნულ საავადმყოფოში მკურნალობის მსურველებს უფასო კონსულტაციას სთავაზობს.

უფასო მომსახურებაში შედის: 

საავადმყოფოს პროფესორებთან სამედიცინო დოკუმენტაციის გადაგზავნა, დიაგნოსტიკისა და მკურნალობის შესახებ უფრო დაწვრილებითი ინფორმაციის მიღება. ხოლო მას შემდეგ, რაც პაციენტი გადაწყვეტს მედიპოლ-მეგას საუნივერსიტეტო ქსელში მკურნალობის დაწყებას, საავადმყოფო თავად მოახდენს მგზავრობის ორგანიზებას, უფასო ტრანსპორტირებას და პროფესიონალი თარჯიმნით მომსახურებას, სურვილის შესაბამისად კი სასტუმრო სახლსა და სასტუმროებში ნომრის დაჯავშნას.

მედიპოლ-მეგას წარმომადგენლობა თბილისში:
ტელ: 322 90 37 47
მობ: 595 77 90 44
Facebook გვერდის მისამართი: ლინკი

გისურვებთ ჯანმრთელობას!

 

funtime.ge

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …