მთავარი » ჯანდაცვა » მედიკოსები გამოსავალს ეკონომიური შეფუთვის ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებაში ხედავენ
ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ეკონომიური შეფუთვის მქონე ჯენერიკ მედიკამენტებია, რაც ბრენდულ მედიკამნტებზე გაცილებით იაფია და ანალოგიური ჩვენებით ხასიათდება.

მედიკოსები გამოსავალს ეკონომიური შეფუთვის ჯენერიკ მედიკამენტების სეგმენტის გაფართოებაში ხედავენ

თბილისი (BPI) – შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ საზოგადოებას სამინისტროს 3 წლიანი მუშაობის ანგარიში წარუდგინა.

ჯანდაცვის მინისტრმა ხაზი გაუსვა C ჰეპატიტის ელიმინაციის პროგრამას, როგორც ერთ-ერთ მთავარ წარმატებულ პროექტს, რომელიც ქვეყნის ჯანდაცვის სფეროში განხორციელდა. „მნიშვნელოვანია, რომ პროექტის ფარგლებში ამ ეტაპზე მკურნალობას 3100 პაციენტი გადის,“ – აღნიშნა მინისტრმა.

ანგარიშში მინისტრმა ასევე წარმოადგინა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის შედეგები. სერგეენკო ჯანდაცვის სისტემის სამომავლო პერსპექტივებსაც შეეხო და რეფორმის განხორციელების კონკრეტული მიმართულებებიც წარმოადგინა, როგორიცაა: პირველადი ჯანდაცვის რგოლის ჩამოყალიბება, საყოვეტაო ჯანდაცვის  ხარჯთეფექტურობის მოდელის დანერგვა, მედიკამენტების ხარისხის კონტროლის სისტემის ამოქმედება და ელექტრონული რეცეპტული სისტემის ფართოდ დანერგვის საკითხები.

მინისტრის ანგარიში დადებითად შეაფასებს სპეციალისტებმა, მედიკოსებმა, სამთავრობო და არასამთავრობო სტრუქტურის წარმომადგენლებმა.

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული ახალი რეფორმები შეაფასა და თავისი აზრი დააფიქსირა ზურაბ საბახტარაშვილის რეპროდუქციული კლინიკის ექიმმა გენეტიკოსმა და ემბროლოგმა ქეთევან ტუხაშვილმა: 

„რეფორმა წარმატებისთვის ერთ ერთი მნიშვნელოვანი საკითხია. პირველად რგოლსაუცილებელია ჰყავდეს კვალიფიციური ექიმები, ჩატარდეს სათანადო ტრენინგები, ოჯახისექიმების ანაზღაურებაც იყოს შესაბამისი, რადგან მნიშვნელოვანია, ექიმი იყოსმოტივირებული. ექიმს პაციენტთან ურთიერთობა და მისთვის მკურნალობის კურსის ჩატარება  ძალიან დიდი ენერგიის, ნერვიულობისა და სტრესის ფასად უჯდება, ეს ყველაფერი სათანადო დონეზე იყოს დაფასებული’’.

ქეთევან ტუხაშვილმა მოკლედ ისაუბრა ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაზეც და აღნიშნა, რომ მოცემული რეფორმით პაციენტები ძალიან კმაყოფილები არიან.

,,რაც შეეხება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას, პაციენტები  კმაყოფილები არიან.სახელმწიფოს ეკონომიკური მდგომარეობიდან და იმ კრიზისიდან გამომდინარე, რაცქვეყანაშია შექმნილი, ვფიქრობ, რომ ჯანდაცვის სისტემა კარგად მუშაობს. ქვეყნის ეკონომიური მდგომარეობის გაუმჯობესება ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამაცგააფართოების თავისი მოქმედების არეალს. უფრო მეტ კვლევებს დააფინანსებს, უფრონაკლები შეზღუდვები იქნება და ა.შ. ’’

ექიმმა მედიკამენტების  ფასებზეც ისაუბა და აღნიშნა, რომ ბოლო პერიოდში, მედიკამენტების ფასები საგრძნობლად გაიზარდა

„საზოგადოების დიდი ნაწილი მტკივნეულად რეაგირებს ნებისმიერ ცვლილებაზე, რომელიც ქვეყანაში ფასების მატებას ეხება, მათ შორის წამლებზე, რომელიც მძიმე ტვირთად აწვებათ პაციენტებს  და დანიშნული მკურნალობის გაგრძელებას ვერ ახერხებენ.

ადგილობრივი წარმოების  ფასების დარეგულირება ქვეყნის შიგნით არსებული მექანიზმებით შესაძლებელია, მაგრამ მედიკამენტები სხვადასხვა ქვეყნიდან შემოდის და მათ ფასს ძალიან ბევრი ფაქტორი განსაზღვრავს, ერთ-ერთი მნიშვნელოვანია ლარი კურსის ცვალებადობა. საჭიროა ფარმაცევტული ხარჯების რაიმე გზით შემცირება. ამ შემთხვევაში, ყველაზე ოპტიმალური გამოსავალი ეკონომიური შეფუთვის მქონე ჯენერიკ მედიკამენტებია, რაც ბრენდულ მედიკამნტებზე გაცილებით იაფია და ანალოგიური ჩვენებით ხასიათდება,“

bpi.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …