მთავარი » ჯანდაცვა » მედიკამენტებზე მაღალი ფასი ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული დაბალი კონკურენციითაა გამოწვეული

მედიკამენტებზე მაღალი ფასი ფარმაცევტულ ბაზარზე არსებული დაბალი კონკურენციითაა გამოწვეული

ჯანდაცვის სამინისტროს მიერ განხორციელებული რეფორმები და პროგრამები შეაფასა და თავისი აზრი დააფიქსირა წმ. მიქაელ მთავარანგელოზის კლინიკის ყბა–სახის ქირურგმა მერაბ დეკანოსიძემ.

ექიმმა ისაუბრა ჯანდაცვის პირველადი რგოლის რეფორმასა და საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის დადებით და უარყოფით მხარეებზე. დეკანოსიძის აზრით, რეფორმები ძალიან წარმატებული და სასარგებლოა, თუმცა არსებობს ხარვეზებიც, რომელიც საჭიროებს გამოსწორებას.

,,ჯანდაცვის პირველად რგოლის წინა პლანზე წამოწევა და განვითარება მისასალმებელია, თუმცა  საჭიროებს დახვეწას. ოჯახის ექიმების უმრავლესობა სასწრაფო დახმარების ექიმების მსგავსად, უფრო მიმართულების მიმცემები გახდნენ. მნიშვნელოვანი იქნება,  თუ მათ  ექიმის ფუნქციებს მივანიჭებთ და არა მხოლოდ გადამისამართების. ვფიქრობ, მიდგომები რეფორმის განხორციელების პროცესში უფრო დახვეწება. ჯერ ახალი დაწყებულია და ვიმედოვნებ, რომ დროთა განმავლობაში ხარვეზები სრულად იქნება აღმოფხვრილი“.

ქირურგს მიაჩნია, რომ ექიმის ავტორიტეტი უნდა ამაღლდეს მისი კვალიფიკაციიდან გამომდინარე და ზოგადად,  მივიღებთ გადაწყვეტლებას,  რომ არ შეიძლება ყველგან სამედიცინო უნივერსიტეტები იყოს.

„შეიცვლება დამოკიდებულება, რომ ექიმის ლიცენზია არ გაიცეს  დაზეპირებული ტესტების საფუძველზე. გაცილებით უფრო პროფესიული მდგომარეობა იქნება ჯანდაცვის სფეროში და პაციენტებიც  დაცულად იგრძნობენ თავს. ორი დღის წინ უნივერისტეტის კურსდამთავრებული სტუდენტი გაცილებით მაღალ შეფასებას მიიღებს ტესტში, ვიდრე გამოცდილი და მაღალკვალიფიციური ექიმი, ეს ცოტა ალოგიკურად მეჩვენება.

ტესტების საფუძველზე ირკვევა,  რომ ეს ახალგაზრდა უფრო კვალიფიციურია, ვიდრე პირობითად ქირურგი, რომელსაც არც ერთი ოპერაცია  ჩაუტარებია წარმატებულად. მსგავსი უსამართლობები თავიდან რომ ავიცილოთ, ამისთვის საჭიროა, რომ ეტაპობრივად გადაიდგას ნაბიჯები და აქტიურად წარიმართოს საქმეები ამ მიმართულებით“.

ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამას ექიმს  დროულსა და აუცილებელს უწოდებს და კერძო სადაზღვევო კომპანიების არასამართლიან ქმედებებზე მიანიშნებს:

„ეს იყო სწორედ ის, რაც ჰაერივით საჭირო ჩვენი საზოგადოებისთვის.  უამრავი ადამიანის სიცოცხლე გადარჩ ამ პროგრამის წყალობით და ბევრს შეუნარჩუნდა ჯანმრთელობა. მაგრამ გასათვალისწინებელია, რომ სახელმწიფოს სახსრები არ არის ულევი. აქედან გამომდინარე, ჯანდაცვის სამინისტრომ უნდა გაამკაცროს კონტროლი და ის პაციენტები, რომლებსაც აქვთ კერძო დაზღვევა, მათი ჯანმრთელობის დაფინანსება სახელმწიფოს სახსრებით არ უნდა მოხდეს. მათ უნდა მოიძინიონ სრული მონაცემთა ბაზა და კერძო სადაზღვებს უნდა გადაახდევინოს მათი კუთვნილი დაფინანსების თანხები.

ხშირად, კერძო საზღვევები სახელმწიფოს ახდევინებენ იმ თანხებს, რაზეც თვითონ არიან ანგარიშვალდებულნი. შედეგად,, უფრო მეტი სახსრები გამოჩნდება იმ ხალხის დასაფინანსებლად, ვისაც მართლა სჭირდება დახმარება და თანადგომა. სისხლის სამართალში არის მუხლი თაღლითობაზე, სწორედ ამ მუხლით უნდა მიუდგნენ იმ სადაზღვეოებს, რომელბიც საკუთარ  გადასახადს ახდევინებს სახელმწიფოს“.

მერაბ დეკანოსიძემ ფარმაცევტულ ბაზარზე მედიკამენტების გაძვირების მიზეზებზეც ისაუბრა და ასევე შეეხო ჯენერიკ მედიკამენტებით სარგებლობის თემასაც. ექიმის განცხადებით, ვიდრე საქართველოში არ ჩამოყალიბდება შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანო,  ჯენერიკებით სარგებლობა ვერ იქნება 100%–ით უსაფრთხო:

,,მედიკამენტების ფასებს რაც შეეხება, ვფიქრობ, მაღალი ფასი ძირითადად, გამოწვეულია დაბალი კონკურენციით. არსებობს ერთგვარი მონოპოლიის ნიშნები ბაზარზე. ამის აღმოფხვრის ერთ–ერთი საშუალებაა ფარმაცევტულ ბაზარზე ახალი მოთამაშეების გამოჩენაა. ასევე, კანონმდებლობაში ცვლილებებია შესატანი, რომ ადგილობრივ მწარმოებელს არ უნდა ჰქონდეს მაღალი ბეგარა, შემომტანისგან განსხვავებით.

ასევე არ შეიძლება, რომ ერთ ფარმაცევტულ კომპანიას ჰქონდეს თავისი კლინიკაც და სადაზღვეო კომპანიაც. ეს  დაუშვებელია!

უნდა არსებობდეს ანტიმონოპოლიური სამსახური და შესაბამისი კანომდებლობა ამ საკითხთან დაკავშირებით. განვითარებულ ქვეყნებში, სადაც ხდება შესაბამისი კონტროლი,  უსაფრთხოა ჯენერიკ მედიკამენტების გამოყენება და ხარისხიც ორიგინალი პრეპარატის შესაბამისია,  სხვაობა მხოლოდ ფასშია. მხოლოდ შესაბამისი მაკონტროლებელი ორგანოს მაღალ დონეზე ჩამოყალიბების შემთხვევაში მივესალმები ქართული ფარმაცევტული ბაზრის ჯენერიკებით დაკომპლექტებას’’.

presa.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …