ქვეყანას მედიკამენტების ხარისხის კონტროლის ლაბორატორია მომავალ წელს ექნება. ამის შესახებ “ბიზნეს კონტაქტს” ჯანდაცვის მინისტრის მოადგილემ ვალერი კვარაცხელიამ განუცხადა.
თუმცა, რა დაუჯდება უწყებას სრულყოფილი ხარისხის მაკონტროლებელი ლაბორატორიის შექმნა ამ დროისთვის არ კონკრეტდება. თუმცა, როგორც ვალერი კვარაცხელია ამბობს, აპარატურის ნაწილი უკვე არსებობს. სრულყოფილი ლაბორატორიის შექმნა კი მილიონობით ფინანსურ რესურსს მოითხოვს.