მთავარი » ჯანდაცვა » მედიკამენტების ხარიხის კონტროლის გამკაცრება მისასალმებელია
ზაზა გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, იგი მედიკამენტების ხარიხის კონტროლის გამკაცრებას მიესალმება.

მედიკამენტების ხარიხის კონტროლის გამკაცრება მისასალმებელია

ნაძალადევის რაიონის გამგებელმა ზაზა გაბუნიამ ჯანდაცვის სამინისტროს საქმიანობა დადებითად შეაფასა და აღნიშნა, რომ რეფორმების დაწყებამდე არსებული მდგომარეობა  კარგად აქვთ გაანალიზებული და  მედიკამენტბის ხარისხის კონტროლის გამკაცრებას მიესალმება.

როგორც გაბუნიამ აღნიშნა, – „მკაფიოდ ჩანს ჯანდაცვის სამინისტროსა და მინისტრის დავით სერგეენკოს საკმაოდ პოზიტიური როლი ქვეყნის სამედიცინო და ჯანდაცვითი სერვისების განვითრების  კუთხით. არსებობს რამდენიმე მნიშვნელოვანი სიახლე, მათ შორის, სწორედ, ჯანდაცვის სამინისტროს ინიციატივაა შრომის პირობების ინსპექტირება.

რაც შეეხება ჯანდაცვის სამინისტროს მხრიდან მედიკამენტების ხარისხის კონტროლის გამკაცრების საკითხს, მნიშვნელოვანი წამოწყებაა და  ვფიქრობ, წარმატებულად განხორციელდება. აღნიშნული საკითხი საჭიროებს სახელმწიფოს მხრიდან პოზიციონირებას და რაც მთავარია, შემდგომში ამ არსებული პოზიციის დაცვას.

მედიკამენტები, მედიკამენტოზური მკურნალობა და ზოგადად, ფარმაცევტული ბაზარი, ერთმანეთთან ურთიერთკავშირშია. შესაბამისად, მედიკამენტები, ფასი და მოქალაქეებისთვის მათი ხელმისაწვდომობა  სოციალურ, ჯანდაცვით და პოლიტიკურ თემებს, თანმდევ პრობლემებს  ერთმანეთთან აერთიანებს და აკავშირებს.  ეს ძალიან მნიშვნელოვანი საკითხია, შესაბამისად  მედიკამენტების ხარიხის კონტროლის გამკაცრება მისასალმებელია.

საინტერესოა  რა იქნება შემდეგ, როცა  გამოიკვეთება შედეგები. ამ ეტაპზე ბატონ სერგეენკოს და ჯანდაცვის სამინისტროს ქმედებები მეიმედება, ვგულისხმობ,  რომ მათ კარგად აქვთ პრობლემის არსი გაანალიზებული  და მხოლოდ ამის  შემდეგ  მიიღეს შესაბამისი გადაწყვეტილება. ამიტომ მიმაჩნია, რომ ამ მიმართულებით ერთ-ერთი  წარმატებული ნაბიჯი გადაიდგმევა“, – განაცხადა ზაზა გაბუნიამ. 

1news.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …