მთავარი » მსოფლიო » Medical Daily: 2050 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის 5 მილიარდს მიოპია, 1 მილიარდს კი სიბრმავე ემუქრება
მიოპია ფართოდ არის გავრცელებული აზიის ქვეყნებში. სინგაპურის, ჩინეთის, ტავიანის, ჰონგ კონგისა და სამხრეთ კორეის ბავშვების 80-90% ახლომხედველობას უჩივის.

Medical Daily: 2050 წლისთვის მსოფლიო მოსახლეობის 5 მილიარდს მიოპია, 1 მილიარდს კი სიბრმავე ემუქრება

2050 წლისთვის ახლომხედველობა მსოფლიო ეპიდემიად იქცევა. Medical Daily-ის ცნობით, საუკუნის შუაში ის მსოფლიო მასშტაბით 5 მილიარდამდე ადამიანს შეაუხებს, 1 მილიარდი კი ამავე მიზეზით მხედველობას სრულად დაკარგავს.

დღეის მონაცემებით მიოპიის გავრცელების მასშტაბები Brien Holden Vision-ის ინსტიტუტის მკვლევარებს აძლევთ იმის ქმის საფუძველს, რომ დროა მსოფლიომ ადამიანების დაბრმავების პრევენციაზე იფიქროს.

მათივე განცხადებით, 2050 წლისთვის 5 მილიარდი ადამიანიდან 1 მილიარდს მაღალი ხარისხის მიოპია ექნება, რაც სიბრმავის უმთავრესი რისკ-ფაქტორი და წინაპირობაა. სწორედ ამიტომ მეცნიერები მოსახლოებას ოფთალმოლოგთან რეგულარული ხასიათის ვიზიტებისკენ მოუწოდებენ.

პროფესორი კოვინ ნაიდო ამბობს, რომ მიოპიის დიაგნოზი დღეს მსოფლიოში 2 მილიარდ ადამიანს აქვს. მისივე განცხადებით, აუცილებელია, მთავრობამ, ჯანდაცვის სტრუქტურებმა და საგანმანათლებლო სექტორმა კომპლექსურად იმუშაონ და მომავალი თაობა მიოპიის განვითარებისგან დაიცვან.

მკვლევარების თქმით, მიოპია ფართოდ არის გავრცელებული აღმოსავლეთ აზიის ქვეყნებში. სინგაპურის, ჩინეთის, ტავიანის, ჰონგ კონგისა და სამხრეთ კორეის ურბანულ ნაწილში მცხოვრები ბავშვების 80-90% ახლომხედველობას უჩივის. ამასთან, ეს პრობლემა არანაკლებ აქტუალურია დასავლურ კულტურაში. ამერიკის შეერთებულ შტატებში მიოპიის მაჩვენებელი 2004 წლიდან მოყოლებული დინამიკაში იზრდება.

კოვინ ნაიდოს თქმით, მიოპიისგან სრული განკურნება გამორიცხულია. თუმცა არსებობს გარკვეული პრევენციული მიდგომები, რაც მის პროგრესირებას შეაფერხებს. Brien Holden Vision-ის ინსტიტუტის მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ახლომხედველობოის პროგრესირების შეჩერება, ადამიანების 90%-ს დამრმავების რისკისგან დაიცავს.

კოვინ ნაიდო მშობლებს მოუწოდებს ბავშვები დღის განმავლობაში მინიმუმ 2 საათი სუფთა ჰაერზე ამყოფონ და მაქსიმალურად შეუზღუდონ სმარტფონებთან, ტაბლეტებთან ტელევიზორთან გატარებული დრო.

medicaldaily.com

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …