დამღლელი სამუშაო გარემო და ცხოვრების მჯდომარე სტილი ადამიანის ორგანიზმს წითელ ღვინოს სთხოვს.
მკვლევართა ჯგუფმა წლების განმავლობაში ჩატარებული არაერთი ექსპერიმენტის შედეგად დაასკვნა, რომ წითელ ღვინოში შემავალი ნივთიერება რესვერატროლი ადამიანის ორგანიზმზე დადებით ზეგავლენას ახდენს. ის ზედგამოჭრილია განსაკუთრებით მათთვის, ვინც არასაკმარისი ფიზიკური აქტივობით ცხოვრობს.
ამასთან, ერთი ჭიქა წითელი ღვინო გადატვირთული სამუშაო გრაფიკის შემდეგ რელაქსაციის შეუდარებელი საშუალებაა.