გალავნის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების მოსახლეობას სხვადასხვა დარგის სპეციალისტებმა პროფილაქტიკური გამოკვლევები ჩაუტარეს,– ამის შესახებ ინფორმაციას მცხეთის მუნიციპალიტეტის გამგეობა ავრცელებს.
გამგეობის ცნობით, ბრიგადამ, რომელიც სხვადასხვა ექიმ-სპეციალისტებისგან შედგებოდა, მთელი დღის განმავლობაში 500-ამდე კონსულტაცია გასწია
უფასოდ დარიგდა მედიკამენტებიც, რომლებიც ფარმაცევტულმა კომპანიებმა ორგანიზატორებს სპეციალურად ამ აქციისთვის გადასცეს.
გამოკვლევები უკვე ჩატარდა მუხრანის, წილკნის და ნიჩბისი ადმინისტრაციულ ერთეულებში. ასევე, წეროვნის ი.გ.პ. კომპაქტურ დასახლებაში.
ასეთივე საქველმოქმედო აქციები შეძლებისდაგვარად მუნიციპალიტეტში შემავალ ყველა დანარჩენ ადმინისტრაციული ერთეულის სოფლებშიც მომდევნო შაბათ დღეებში ჩატარდება.
გალავანში აქცია-გამოკვლევებს ადგილობრივი მთავრობის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.
სამედიცინო აქციების ინიციატორი, რომელიც მარტის თვიდან ჩვენი მუნიციპალიტეტის სოფლებში ეტაპობრივად ტარდება, მცხეთის მაჟორიტარი დეპუტატი, ჯანდაცვისა და სოციალურ საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარე, დიმიტრი ხუნდაძეა.
აქცია–გამოკვლევა ტუბერკულიოზისა და ფილტვის დაავადებათა ეროვნული ცენტრის ორგანიზებით განხორციელდა.