მცხეთა-მთიანეთის სასწრაფო დახმარების ექიმების გადამზადების პირველი ეტაპი დასრულდა. ტრენინგი ჩაფიძის სახელობის გადაუდებელი კარდიოლოგიის ცენტრის ბაზაზე გაიმართა.
ორდღიან სასწავლო კურსში მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სასწრაფო სამედიცინო დახმარების 30 მედიკოსი ჩაერთო. სასწრაფო სამედიცინო დახმარების პრესსამსახურის ინფორმაციით, ტრენინგი როგორც თეორიულ, ისე პრტაქტიკულ მეცადინეობებს მოიცავდა.
“ექიმები პირველადი სამედიცინო დახმარების მართვის შესახებ უახლეს პროტოკოლებსა და გაიდლაინებს გაეცნენ. პრეჰოსპიტალურ ეტაპზე, გადაუდებელი დახმარების შესახებ სასწრაფოს ექიმების გადამზადება 2015 წლის ივლისიდან დაიწყო. სწავლებაში ყველა რეგიონის ექიმი ჩაერთო და კურსი 300-ზე მეტმა მედიკოსმა გაიარა. სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის მედპერსონალის გადამზადება პერმანენტული ხასიათისაა და ყოველწლიურად გაიმართება”,
– აღნიშნულია სასწრაფო დახმარების პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.