ზაფხულის სიცხესთან ერთად ორგანიზმის გადახურების თემა უფრო და უფრო აქტუალური ხდება. ამერიკის შეერთებული შტატების MAYO CLINIC-ის ექიმები მოსახლოებას ტემპერატურის მატების ფონზე მზის დაკვრის შესახებ აფრთხილებენ.
კლინიკის მედპერონალის მიერ გავრცელებული ინფორმაციით, მზის დაკვრა და ორგანიზმის გადახურება სერიოზულ ზიანს აყენებს ადამიანის ტვინს, გულს, თირკმელებს და კუნთოვან სისტემას.
მზის დაკვრის ერთერთ ყველაზე გავრცელებულ სიმპტომად სხეულის ტემპერატურის 40 გრადუსს ზემოთ მატებას ასახელებენ.
ამასთან მზის დაკვრაზე მიანიშნებს
- გულის რევა,
- მოთენთილობა,
- გახშირებული სუნთქვა,
- ტაქიკარდია,
- თავის ტკივილი.
მზის დაკვრას პარალელურად შეიძლება ახლდეს მზისგან დამწვრობის ნიშნებიც:
- დახეთქილი და დაწითლებული კანი,
- ბუშტუკები სხეულზე,
- მძიმე შემთხვევებში ვითარდება კრუნჩხვები,
- ბოდვა,
- ჰალუცინაციები,
- გრძნობის დაკარგვა ხანგრძლივი დროით (კომური მდგომარეობა), რასაც შეიძლება მოჰყვეს სიკვდილი.
ამის მიზეზია ძირითადად მზეზე, ცხელ ამინდში დიდხანს გაჩერება შიშველი თავით, მაგალითად გარუჯვისას ჩაძინება ალკოჰოლური სასმელების ჭარბი მოხმარება პლაჟზე.
სითბური და მზის დაკვრის რისკის ჯგუფებს მიეკუთვნებიან: ბავშვები, მოზარდები და მოხუცები, მათი ადვილად მოწყვლადი თერმორეგულაციის გამო, ასევე ადამიანები, რომლებსაც აქვთ ჭარბი წონა, გულ-სისხლძარღვთა სისტემის დაავადებები, ღია ფერის კანი და თვალები.