მთავარი » ჯანდაცვა » მაშკევიჩის ინიციატივა ქვეყნისთვის სერიოზული განცხადებაა
მაშკევიჩის ინიციატივას, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე გამოეხმაურა : მაშკევიჩის ინიციატივა ქვეყნისთვის სერიოზული განცხადებაა.

მაშკევიჩის ინიციატივა ქვეყნისთვის სერიოზული განცხადებაა

ქართულ ბაზარზე ცნობილი მილიარდერი ალექსანდრე მაშკევიჩი, ბიზნეს პარტნიორებთან ერთად, მზადაა საქართველოში რამდენიმე სისტემური პროექტი განახორციელოს.

მისი ინტერესის ძირითად სფეროს სამედიცინო მომსახურებისა და ფარმაცევტული სექტორები წარმოადგენს. მნიშვნელოვანია, რომ ინვესტიცია გრძელვადიანი იქნება და მიზნად კონკურენტული გარემოს ხელშეწყობას, ხარისხიან სამედიცინო მომსახურებაზე ხელმისაწვდომობის გაზრდასა და მედიკამენტებზე ფასების შემცირებას ითვალისწინებს.

კომპანია „ჰუმანითი ჯორჯიამ“ უკვე დაიწყო ოპერირება ფარმაცევტულ სფეროში. ასევე დაწყებული აქვს უახლესი ტექნოლოგიებით აღჭურვილი ფარმაცევტული ქარხნის, ხარისხის კონტროლის ჯანდაცვის საერთაშორისო ორგანიზაციის მიერ სერთიფიცირებული ლაბორატორიისა და სასაწყობო ცენტრის მშენებლობა. ჰოსპიტალური განვითარების პროექტების მიმართულებით კი, ტენდერში საბოლოოდ გამარჯვების შემთხვევაში, კომპანია „ალფამედიკ კონსორციუმი“ მომხმარებლების ინტერესებზე მორგებულ, ეფექტური პროექტების განხორციელებას გეგმავს.

მაშკევიჩის ინიციატივას, ექსპერტი ეკონომიკის საკითხებში დემურ გიორხელიძე გამოეხმაურა.

„ვფიქრობ, რომ ეს სერიოზული განცხადებაა. მთავარია, მაშკევიჩი რა სახითა და მიმართულებით განახორციელებს ინვესტიციებს. ქართული ფარმაცევტული ბაზარი მიმზიდველია იმ თვალსაზრისით, რომ საკმაოდ მომგებიანი და მისაღებია ნებისმიერი ფარმაცევტული კომპანიისთვის. მაგრამ თუ ფარმაცევტულ ბიზნესში ჩადებული ინვესტიციები ისევ მხოლოდ იმპორტს წაახალისებს, ეს სურათს არ შეცვლის.

რაც შეეხება საავადმყოფოების რეაბილიტაციასა და ქარხნის აშენებას, ეს ძალიან კარგი ინიციატივაა და მისასალმებელია. მთავარია, რომ ეს ბიზნესი, რომელიც დღეს საქართველოში ველურ ბიზნესადაა გადაქცეული, ნელ-ნელა ცივილიზებული გახდეს“,

– განაცხადა გიორხელიძემ. ექსპერტი მომხმარებლის ფინანასურ მდგომარეობასაც შეეხო და აღნიშნა, რომ აუცილებელია გაიზარდოს ხელმისაწვდომობა.

„სამედიცინო ბიზნესში ინვესტიციების ჩადება, მაღალანაზღაურებადი სერვისის მიწოდება დღეს მხოლოდ გარკვეული ვიწრო წრისათვის არის ხელმისაწვდომი. ამიტომ, ჯანდაცვაში ინვესტიციები, პლუს ეკონომიკის განვითარება, პარალელურად უნდა მიდიოდეს“,

– აცხადევს ექსპერტი. დემურ გიორძელიძემ სახელმწიფოს მიერ განხორციელებულ ჯანდაცვის საყოველთაო პროგრამის მნიშვნელობასაც გაუსვა ხაზი.

„მიზნობირვად უნდა განხორციელდეს ინვესტიციები, წინააღმდეგ შემთხვევაში, მივიღებთ მაღალი ხარისხის მომსახურებას, რომელსაც ასევე მაღალი ფასები ექნება და კვლავ მიუწვდომელი იქნება მოქალაქეთა უდიდესი უმრავლესობისთვის. ჯანდაცვა ეკონომიკის სფეროა, შესაბამისად ის ფინანსური და ფუნქციონირების თვალსაზრისით, ისე უნდა იყოს ორგანიზებული, რომ მთლიან შიდა პროდუქტში სერიოზული წვლილი შეიტანოს.

რა თქმა უნდა, არ ვგულისხმობ პროფესიონალურ ჩარევას რომელიმე მიმართულებით, მაგრამ ორგანიზაციული თვალსაზრისით, ჯანდაცვის სფერო ეკონომიკის ჭრილში უნდა განვიხილოთ. ექიმებს არ შეუძლიათ ამის დარეგულირება. ისინი შესანიშნავად განახორციელებენ თავიანთ პროფესიულ საქმიანობას უკვე დალაგებულ სისტემაში. ეს უნდა ააწყონ იმ ადამიანებმა, რომლებსაც ძალუძთ და აყალიბებენ ქვეყნის ეკონომიკურ მოდელს. დღეს ქვეყანაში ეკონომიკური პოლიტიკა არ არის ეფექტური, და მის დალაგებაზე უნდა ვიზრუნოთ“, – განაცხადა გიორხელიძემ.

pia.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …