მარტოობა ჯანმრთელობას სერიოზულ პრობლემებს უქმნის. იორკის უნივერსიტეტის მკვლევარების დასკვნით, მარტოობის მიერ ჯანმრთელობისთვის მიყენებულმა ზიანმა შესაძლოა ინსულტის ან გულის დაავადებების განვითარება გამოიწვიოს.
ბრიტანეთის იორკის უნივერსიტეტის მკვვლევართა ჯგუფმა ნიკოლა ვალტორტას ხელმძღვანელობით 181 000 ადამიანის ქეისი შეისწავლა. მიღებული დასკვნით ირკვევა, რომ მარტოობა გულის კორონარული დაავადებების რისკს 29%-ით, ინსულტისას კი 32%-ით ზრდის.
მკვლევარები ირწმუნებიან, რომ მარტოობა ისეთივე საზიანოა ორგანიზმისთვის, როგორც სიმსუქნე და თამბაქოს მოხმარება.