მარხვის შემდეგ კვებით რაციონში ბალანსის დაცვა ჯანმრთელობისთვის აუცილებელი პირობაა.
სადღესასწაულო კერძები გამოირჩევიან ცხიმოვნებითა და ნოყიერებით. შესაბამისად სამარხვო საკვებიდან არასამარხვოზე გადასვლა ეტაპობრივად და რაციონალურად უნდა მოხდეს.
აუცილებელია სადღესასწაულო სუფრაზე საკვები ზომიერად მიირთვათ. შეეცადეთ სუფრიდან ბოლომდე დანაყრებული არ ადგეთ. მარხვის პერიოდში ორგანიზმის მიერ საჭირო გადამამუშავებელი ფერმენტების გამოყოფა მკვეთრად შემცირებულია. შესაბამისად გახსნილებისას არაბალანსირებული კვების შემთხვევაში ორგანიზმი მის გადამუშავებას ვერ მოახერხებს და ორგანიზმის მომნელებეს სისტემას პრობლემა შეექმნება.
საინტერესოა, რას გულისხმობს ზომიერი კვება? – მიზანშეწონილია დღიურად მივიღოთ: 150-200 გრ ხორცპროდუქტი; მხოლოდ ერთი კვერცხი ; მცირე რაოდენობით საკმაზი და სოუსები. მისაღებია რაციონის გაზრდა ზღვისპროდუქტებითა და მცენარეული საკვებით.
მარხვის შემდეგ ჯანმრთელობას ყველაზე მეტად ალკოჰოლი აზიანებს. მისი დიდი რაოდენობით მიღება ორგანიზმის გადაჩვევის ფონზე მოწამვლის ალბათობას ზრდის.