მთავარი » მსოფლიო » მარიუპოლში კარანტინია, ქალაქში ეპიდემია დაიწყო

მარიუპოლში კარანტინია, ქალაქში ეპიდემია დაიწყო

რუსმა ოკუპანტებმა მარიუპოლი კარანტინზე დაკეტეს. ინფორმაციას უკრაინული გამოცემა „უნიანი“ ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, ქალაქში ეპიდემია დაიწყო.

მარიუპოლის მერის პიოტრ ანდრიუშენკოს განცხადებით, საფლავები, რომლებიც არაა ღრმად გაჭრილი, ასევე ქუჩებში დატოვებული ნაგავი – ეს ის მთავარი ფაქტორებია, რის გამოც მავნე ნივთიერებები სასმელი წყლის წყაროებს ერევა. მერის განცხადებით, ქალაქში სიკვდილიანობა იზრდება.

„ეს ყველაფერი მიუთითებს იმაზე, რომ მარიუპოლი ფაქტობრივად უკვე იმყოფება ეპიდემიის პირველ ფაზაში. ქალაქს ფაქტობრივად კარანტინზე კეტავენ, ახლა კარანტინის უფრო მსუბუქი ფორმაა, უფრო ბიუროკრატიული, თუმცა მე ვფიქრობ, იქაც ესმით, რომ ეპიდემია დაიწყო,“ – განაცხადა ანდრიუშენკომ.

მისი თქმით, შესაძლოა მარიუპოლში იყოს ქოლერა, დეზენტერია ან სხვა ვირუსული ინფექციები.

„ყველაზე საშინელი ისაა, რომ ისეთი ბანალური ინფექციის ეპიდემამაც კი, როგორიც დეზენტერიაა, სამედიცინო სისტემის შეჩერების, ასევე წამლებისა და ლაბორატორიების არარსებობის პირობებში, შესაძლოა ათობით ათასი ადამიანის დაღუპვა გამოიწვიოს. ხოლო თუ ქოლერა გამოჩნდა, შედეგების გათვლა საერთოდ რთული იქნება,“ – განაცხადა მარიუპოლის მერმა.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …