მთავარი » მსოფლიო » „მაიმუნის ყვავილი“ სიმპტომების გამოვლენამდე გადამდები არ არის – მეცნიერები ახალი პანდემიის საფრთხეს ვერ ხედავენ

„მაიმუნის ყვავილი“ სიმპტომების გამოვლენამდე გადამდები არ არის – მეცნიერები ახალი პანდემიის საფრთხეს ვერ ხედავენ

მას შემდეგ, რაც ევროპაში მაიმუნის ყვავილით ინფიცირების პირველი შემთხვევები დაფიქსირდა, სოცქსელებში სწრაფად დაიწყო გავრცელება ამ ვირუსთან დაკავშირებულმა მითებმა და მოგონილმა ამბებმა. ბევრი მათგანი კორონავირუსის პანდემიის დროს შექმნილი კონსპირაციული თეორიების კოპირებაა.

მართალია, მაიმუნის ყვავილის აფეთქებასთან დაკავშირებული შეშფოთება საფუძვლიანია, თუმცა მეცნიერები ამბობენ, რომ ეს ვირუსი კოვიდ 19-ს არ ჰყავს და თანხმდებიან, რომ მაიმუნის ყვავილი არ გადაიზრდება სრულმასშტაბიან პანდემიაში. ამასთან, კორონავირუსისგან განსხვავებით, ადამიანები გადამდებები ხდებიან სიმპტომების გამოვლენის შემდეგ, რაც მნიშვნელოვნად ამსუბუქებს მათ გამოვლენასა და იზოლაციას.

შესაბამისად, ახალი შემზღუდავი ზომების მიღება, ისეთის, როგორიცაა მასობრივი იზოლაცია ან ვაქცინაციის კამპანია, არ იქნება საჭირო – დარწმუნებულია ოქსფორდის უნივერსიტეტთან არსებული, პანდემიების შემსწავლელი ცენტრის დირექტორი პიტერ ჰორბი.

ამის ნაცვლად, მისი თქმით, საკარანტინე ზომები მიმართული უნდა იყოს თავად ინფიცირებულებზე და მათთან უშუალო, მჭიდრო კონტაქტის მქონე ადამიანებზე.

სოციალურ ქსელებში ასევე გავრცელდა ინფორმაცია, რომ აფეთქება ლაბორატორიიდან მაიმუნის ვირუსის გაჟონვამ ან მისი ლაბორატორიულ იარაღად გამოყენებამ გამოიწვია, თუმცა, ვირუსის წარმოშობის ყველაზე სარწმუნო წყაროს დადგენა არცთუ რთულია დეენემის გაშიფვრის გზით, ყველა არსებული გენეტიკური მასალა კი აჩვენებს, რომ ვირუსი არის იმ მაიმუნის ყვავილის პირდაპირი და ძალიან ახლო შთამომავალი, რომელიც ფართოდაა გავრცელებული აფრიკის დასავლეთში – ანუ ის არ არის ხელოვნური წარმოშობის.

2018 და 2021 წლებში დიდ ბრიტანეთში უკვე დაფიქსირდა მაიმუნის ვირუსით დაინფიცირების რამდენიმე შემთხვევა, 2021 წელს კი აშშ-ში მისი უფრო მსხვილი აფეთქება მოხდა. ყველა შემთხვევაში ის მოგზაურობის ან იმპორტირებული ცხოველების საშუალებით გავრცელდა. ჰორბის აზრით, სავარაუდოდ, ზუსტად იგივე მოხდა ამჯერადაც.

კიდევ ერთი „თეორია,“ რომელიც სოცქსელებში გამოითქვა, ვირუსის კოვიდვაქცინასთან კავშირს ეხება. კერძოდ, ამ ვერსიების ავტორები ამბობენ, რომ „ასტრაზენეკას“ და რუსული „სპუტნიკის“ ვაქცინები შიმპანზეს ვირუსის გამოყენებით ისეთი მეთოდით მზადდება, რომ მას არ შეეძლოს ადამიანის ორგანიზმში გამრავლება და გავრცელება.

თუმცა მეცნიერების განცხადებით, მაიმუნის ყვავილს ვირუსის სრულიად სხვა ტიპი იწვევს და არა ის, რომელსაც „ასტრაზენეკას“ ვაქცინა შეიცავს. მეტიც – ძირითადად ის მღრღნელებში გვხვდება და არა – მაიმუნებში.

კიდევ ერთი ვერსიის თანახმად, კოვიდ-ვაქცინა ადამიანის იმუნურ სისტემას ასუსტებს, რაც მას სხვა ინფექციების მიმართ მოწყვლადს ხდის. თუმცა საფუძველი არც ამ მოსაზრებას აქვს, რადგან ცნობილია, რომ ნებისმიერი ვაქცინა იმუნური სისტემის სტიმულირებას ახდენს და ორგანიზმს კონკრეტულ ინფექციასთან კიდევ უფრო ეფექტიანად ბრძოლას „ასწავლის.“

მართალია, იშვიათ შემთხვევებში ვაქცინამ შესაძლოა მართლაც გამოიწვიოს აუტოიმუნური რეაქციები, როდესაც ვაქცინირებული ადამიანის ორგანიზმი საკუთარი, ჯანმრთელი უჯრედების განადგურებას იწყებს, თუმცა არ არსებობს არანაირი მტკიცებულება, რომ ისინი ადამიანის იმუნურ სისტემას ასუსტებენ ან ამცირებენ ორგანიზმის ბრძოლისუნარიანობას სხვა დაავადებების წინააღმდეგ.

bbc-ის ინფორმაცია

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …