სოციალურ ინიციატივას – „რა გაწუხებთ?“, რომელსაც „გლობალური ალიანსი“ და საქართველოს ჯანდაცვის სამინისტრო ერთობლივად ახორციელებენ, ეხმაურება ჟურნალისტი მაგდა ანიკაშვილი.
იგი მიიჩნევს, რომ ასეთი გამოკითხვებით შესაძლებელია მოსახლეობის პრობლემების, საჭიროებების გამოკვეთა, რაზეც ხელისუფლება რეაგირებას მოახდენს:
„ცუდი არაფერია ასეთ გამოკითხვებში. პირიქით, ხელისუფლებამ ყოველთვის უნდა იცოდეს მოსახლეობის აზრი. მნიშვნელოვანია, რომ შემდგომში ეს შედეგები მთავარი წყარო იქნება რეფორმის კონკრეტული მიმართულებების შერჩევისას. მომხმარებლის აზრი ცნობილი უნდა იყოს. ეს გარკვეულწილად პიარის თვალსაზრისითაც მნიშვნელოვანია.
ამ გამოკითხვით ხომ მოსახლეობის კმაყოფილების განსაზღვრაც მოხდება?! ვფიქრობ, გამოკითხვას მხოლოდ ეს დატვირთვა არ ექნება. ამ გამოკითხვის შედეგები გაანალიზდება, დამუშავდება და გარკვეული დასკვნები გაკეთდება, რაც აისახება, ალბათ, ჯანდაცვის სფეროში,“- განაცხადა მაგდა ანიკაშვილმა.