მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » მადლობა მსოფლიო ბანკს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მხარდაჭერისთვის
ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიურომ ჯანმრთელობის ანგარიშში 2015 - საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა წარმატებულ პროექტად აღიარა.

მადლობა მსოფლიო ბანკს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას მხარდაჭერისთვის

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ბიურომ ჯანმრთელობის ანგარიშში 2015 – საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამა წარმატებულ პროექტად აღიარა.

შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრმა დავით სერგეენკომ მხარდაჭერისთვის მადლობა გადაუხადა მსოფლიო ბანკს და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციას.

” საყოველთაო ჯანდაცვა უნივერსალური მოცვაა და ყოველთვის საჭიროებს რეფორმებს. მადლობელი ვარ მსოფლიო ბანკის და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ასეთი მძლავრი მხარდაჭერისთბის”, – განაცხადა სერგეენკომ.

ცნობისთვითვის, მსოფლიო ბანკმა, ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციამ და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტომ ჩაატარეს კვლევა, რომელმაც გამოავლინა საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ძირითადი მიღწევები: სამედიცინო სერვისებზე ხელმისაწვდომიბის გაზრდა, რამაც გამოიწვია სამედიცინო სერვისების გამოყენების ზრდა, ფინანსური ბარიერების შემცირება და მოცვის გაფართოვება.

2013 წლიდან დაფიქსირდა სამედიცინო მომსახურების გამოყენებადობის (უტილიზაციის) ზრდა, 2015 წელს ამბულატორიულ მიმართვათა რაოდენობამ ერთ სულ მოსახლეზე შეადგინა – 4.0 (2012 წელს – 2.3), ხოლო ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი 100 სულ მოსახლეზე გაიზარდა 8.0-დან (2012) 12.6-მდე (2015).

ღონისძიების მიზანია საქართველოში საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის განვითარების მიმართულებების განხილვა და მსოფლიოში არსებულ ანალოგიურ პროგრამებთან შედარება. შეხვედრაზე მოხსენებებით წარსდგებიან მსოფლიო ბანკის ჯანდაცვის სექტორის მენეჯერი, ენის ბარიში, ასევე წამყვანი ეკონიმისტი, აპარნა სომანათანი. მოხსენებების შემდგომ გაიმართება დისკუსია საქართველოში მიმდინარე საყოველთაო პროგრამის განვითარების შესაძლებლობებისა და მიმართულებების შესახებ.

სემინარი ჩატარდება მსოფლიო ბანკის ჯანდაცვის სექტორის მენეჯერის ოფიციალური ვიზიტის ფარგლებში.

ღონისძიებას ასევე დაესწრებიან ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის გლობალური ფონდის, ასევე არასამთავრობო და საერთაშორისო ორგანიზაციებისა და სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები. 2013 წელს საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ამოქმედებამ სათავე დაუდო სახელმწიფოს მიერ დაფინანსებული სამედიცინო მომსახურებით მოსახლეობის უნივერსალურ მოცვას და ჯანდაცვის სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესებას. საქართველოს ყველა მოქალაქე უზრუნველყოფილია სამედიცინო მომსახურებით.

საყოველთაო ჯანდაცვის პროგრამის ფარგლებში, 2013 წლიდან დაფინანსდა 2,4 მილიონზე მეტი შემთხვევა, რამაც უამრავი ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა და ოჯახების გაღარიბების თავიდან აცილება უზრუნველყო.

ipress.ge

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …