ქარვასავით სასმელის მცირე რაოდენობა გულის დაავადებების რისკს ამცირებს, – ამტკიცებენ იტალიელი სწავლულები.
15 000-მდე ადამიანის მონაცემების შესწავლის სემდეგ სწავლულებმა დაადგინეს, რომ დღეში ორი პატარა ქილა ლუდი არათუ არ ვნებს ჯანმრთელობას, არამედ გულისა და სისხლძარღვების დაავადების განვითარებას 25%-ით ეწინააღმდეგება. ალკოჰოლი და ლუდის სხვა კომპონენტები ორგანიზმზე პოზიტიურ გავლენას ახდენს.
სუსტი სქესის წარმომადგენლებს თამამად შეუძლიათ მიირთვან დღეში ერთი ქილა ლუდი, ხოლო მამაკაცებს ორი ქილა ლუდის დალევა შეუძლიათ ისე, რომ ჯანმრთელობას არ ავნონ.
გამონაკლისს წარმოადგენენ ადამიანები, ვისაც ალკოჰოლის მოხმარებიდან გამომდინარე სიმსივნის განვითარების მაღალი რისკი აქვთ, სხვა დანარჩენებს კი შეუძლიათ ლუდის დადებითი ეფექტი შეიგრძნონ, რომელიც მდიდარია ფენოლური შენაერთებით. ეს ნაერთები გამოირჩევა ანტიოქსიდანტური და ანთების საწინააღმდეგო მოქმედებით. სწავლულთა თეორიით, ქარვისფერ სასმელს სხეულის ვირუსსებისგან დაცვაც შეუძლიათ.