ქართული კლინიკები გარკვეულ პერიოდში ევროპულ სტანდარტებს უნდა მიუახლოვდნენ.
ერთ-ერთი ამბიციური რეფორმატორული პროექტის ფარგლებში სამი ძირითადი საავადმყოფოს, კერძოდ, ცენტრალური რესპუბლიკური საავადმყოფოს, თბილისის ონკოლოგიური ცენტრისა და თბილისის ბავშვთა ინფექციური კლინიკური საავადმყოფოს სრული რეაბილიტაცია იგეგმება, ამასთან ერთად პროექტი სამედიცინო ხარჯების 30 პროცენტით შემცირებას გვპირდება.
ჰოსპიტალური სექტორის განვითარების პროექტში საქართველოს საპარტნიორო ფონდმა ალფამედიკის კონსორციუმთან და საქართველოს შრომის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსთან ერთად გეგმის განხილვა დაიწყო.
ქართული და ავსტრიული მხარეები სამედიცინო კლასტერის PPP პროექტის განხილვის მიზნით, ერთმანეთს თბილისში რამდენჯერმე შეხვდნენ. აღნიშნული პროექტი ალფამედიკის კონსორციუმის მიერ საქართველოში ჯანდაცვის (მათ შორის პირველადი ჯანდაცვის) სერვისების გაუმჯობესების ფარგლებში მთავრობის მიერ გამოცხადებული ტენდერისთვის იქნა შემუშავებული.
ალფამედიკის კონსორციუმის წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ისინი მზად არიან სამი საავადმყოფოს რეაბილიტაციის პროექტში 250 მილიონი ლარის ინვესტიცია განახორციელონ. მინისტრის განცხადებით მოსალოდნელია პროექტის ჯამური ღირებულება 0.5 მილიარდ ლარს მიუახლოვდეს, რომელიც ხელშეკრულების თანახმად ერთობლივად დაიფარება ტენდერში გამარჯვებული კომპანიისა და საპარტნიორო ფონდის მიერ.
ამ მნიშვნელოვანი დეტალების უკან, მეტად დამაინტრიგებელი ფაქტორია – როგორ აპირებს ავსტრიული მხარე ზემოთხსენებული პროექტის განახორციელებას?! ვენაში დაფუძნებული კომპანია ფოკუსირებას PPP პროექტებზე ახდენს.
უფრო შესაფერისი იქნება ვთქვათ, რომ ეს არის ხარისხისა და ფულის თანაფარდობის პროექტი, შედეგზე ორიენტირებული შეთანხმება, რომელიც მონიტორინგს უწევს გამარჯვებული კომპანიის ვალდებულებას – მოიზიდოს ინვესტიციები და შექმნას სამი საავადმყოფოს განვითარების გეგმა.
ამასთან ერთად, ალფამედიკის კონსორციუმმა უნდა დააპროექტოს, ააშენოს, აღადგინოს და მოახდინოს სახელმწიფო სამედიცინო კლინიკების მაღალი თანამედროვე ტექნიკით აღჭურვა, რათა ისინი მიუახლოვდნენ ევროპულ სტანდარტებს.
ალფამედიკის სატენდერო განვითარების ხელმძღვანელი ლეო მაკკენა, რომელსაც გააჩნია უდედესი გამოცდილება და ცოდნა PPP პროექტებთან მიმართებაში ამაყობს შესანიშნავი მუშაობით, რომელმაც 2 დეკადაზე მეტი გასტანა. ამ მუშაობის შედეგია ირლანდიის პირველი და ერთადერთი PPP მოდელით შექმნილი საავადმყოფო – ყველაზე დიდი პროექტი რეგიონის ისტორიაში. მაკკენამ გაგვაცნო მისი ხედვები ქართულ პროექტზე და მის გამოწვევებზე, რომელიც სწორედ მან და მისმა გუნდმა უნდა დაძლიოს.
„ეს არის ინოვაციური გადაწყვეტილება საქართველოსათვის“, – ამბობს ის, „ძლიერი და მყარი პროექტი, რომელიც გამოირჩევა როგორც ინტელექტუალური და კომერციული თვალსაზრისით – ისე ჯანდაცვის დაგეგმვით და კონცეპტუალური დიზაინით “.
მოლოდინის რეჟიმია,რადგან მხარეებმა პროექტის ფინანსური სიცოცხლისუნარიანობის უზრუნველსაყოფად, დაფინანსების გადაწყვეტილება უნდა შეიმუშავონ. სწორედ ამის შემდეგ დაიწყება ფაქტიური მშენებლობა, რომელიც მაკკენას თქმით დაახლოებით სამი წელი გაგრძელდება. შეთანხმებული სამოქმედო/საოპერაციო ვადების მიხედვით, საავადმყოფოები ავსტირულმა მხარემ 25 წლის განმავლობაში უნდა მართოს. „ეს არის უდიდესი პასუხისმგებლობა სადაც ლომის წილი, სწორედ ალფამედიკის არის“- განაცხადა მაკკენამ.
„PPP მოდელში, რისკები საჯარო სექტორიდან მთლიანად გადანაცვლებულია კერძო სექტორში“, განაცხადა მაკკენამ. ,,ასე რომ ყველა რისკი – ეს იქნება დაკავშირებული დიზაინთან თუ მშენებლობასთან, ფინანსურ თუ ოპერაციულ რისკებთან – რჩება კერძო სექტორში.
PPP მოდელის ფუნდამენტური პრინციპია რისკების მართვის საკუკეთესო საშუალება – ორივე მხარისათვის მართვის თანაბრად გადანაწილება. მაგალითად, რამდენი საწოლი უნდა იდგეს საავადმყოფოში – ეხება საჯარო სექტორს, დაგეგმვის ფუნქცია აკისრია ჯანდაცვის სამინისტროს. მიწოდების შესაძლებლობა კი რეალურად არის კერძო სექტორში“.