თბილისი (GBC) – წლის ბოლოს ლენტეხში ახალი კლინიკა ამოქმედდება– სამშენებლო სამუშაოები საქართველოს პრემიერ–მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა, ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოსთან ერთად, დაათვალიერა.
საავადმყოფო, რომლის მშენებელობაზეც 3 მილიონამდე ლარი დაიხარჯა, მოსახლეობას ყველა სახის გადაუდებელ სამედიცინო მომსახურებას გაუწევს.
ჯანდაცვის მინისტრის განმარტებთ, კლინიკაში ძირითადად ადგილობრივი სამედიცინო პერსონალი დასაქმდება, რომელთაც უკვე ჩაუტარდათ ტრენინგები და კლინიკის ამოქმედებამდე თითოეული მათგანი გაივლის სპეციალურ გადამზადებას.
ლენტეხის კლინიკა ჩართულია ჯანდაცის საყოველთაო პროგრამაში, რაც იმას ნიშნავს, რომ ამ პროგრამით მოსარგებლე ლენტეხელებს შესაძლებლობა ექნებათ, უფასოდ მიიღონ როგორც გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიული, ასევე სხვადასხვა პროფილის სტაციონარული მომსახურება.