თბილისში, 30-31 იანვარს და 1 თებერვალს ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის ქვეყნების რეგიონული ბიუროს ეგიდით ტარდება სამუშაო შეხვედრა ,,ლეიშმანიოზის მართვა და ეპიდზედამხედველობა ევროპის ქვეყნებში“.
სამუშაო შეხვედრაში მონაწილეობას იღებენ ეპიდემილოგები, პარაზიტოლოგები და ინფექციონისტები საქართველოდან, ალბანეთიდან, აზერბეიჯანიდან, სომხეთიდან, ყაზახეთიდან, ყირგიზეთიდან, ტაჯიკეთიდან, თურქმენეთიდან, თურქეთიდან და უზბეკეთიდან.
სამუშაო შეხვედრაში ასევე მონაწილეობენ ჯანმოს ექსპერტები: პროფესორი ლუიჯი გრადონი (იტალია), პროფესორი როჯერიო ლორეზ-ველეზი (ესპანეთი) და პროფესორი მოურად მოკმი (ტუნისი), რომელთა მიერაც განხილულ იქნება ვისცერული და კანის ლეიშმანიოზის ეპიდსიტუაცია ევროპის რეგიონის ქვეყნებში, გადამტანებისა და გამომწვევების ტიპების მიხედვით.
ტრენინგის მონაწილეებს მიეწოდებათ უახლესი ინფორმაციები დაავადების კლინიკის, დიაგნოსტიკის, მკურნალობის, ეპიდემიოლოგიისა და ენტომოლოგიური თავისებურებების შესახებ. შეხვედრაში მონაწილე დელეგაციების მიერ წარმოდგენილ იქნება ინფორმაციები ქვეყნებში არსებული ეპიდსიტუაციისა და მკურნალობა/დიაგნოსტიკის საკითხებზე.