მთავარი » ჯანდაცვა » ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის მიძღვნილი ვიდეო-რგოლი რამდენიმე დღეში ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა
ვიდეო რგოლი სამედიცინო კორპორაცია ევექსმა შექმნა და ის იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეძღვნება.

ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის მიძღვნილი ვიდეო-რგოლი რამდენიმე დღეში ნახევარ მილიონზე მეტმა ადამიანმა ნახა

ლეიკემიით დაავადებული ბავშვებისთვის მიძღვნილმა ვიდეო-რგოლმა რამდენიმე დღეში ნახევარ მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” ”სამედიცინო კორპორაცია ევექსის” პრესსამსახურიდან აცნობეს, ვიდეო რგოლი ”სამედიცინო კორპორაცია ევექსმა“ შექმნა და ის იაშვილის სახელობის ბავშვთა ცენტრალური საავადმყოფოს ლეიკემიით დაავადებულ ბავშვებს ეძღვნება.

აღსანიშნავია, რომ კლიპში პაციენტებთან და ექიმებთან ერთად საზოგადოების ბევრი ცნობილი სახე მონაწილეობს, სიმღერას მომღერალი თემო საჯაია ასრულებს, რომელმაც ამ პროექტისთვის თმა გადაიპარსა.

მუსიკის ავტორი კომპოზიტორი ქეთი გაბისიანია და ტექსტი ირინა სანიკიძეს ეკუთვნის.

”ერთად” – ასე ჰქვია სიმღერას, რომელიც საკმაოდ პოზიტიურ და კრეატიულ ჭრილშია გადაწყვეტილი და ცდილობს ლეიკემიის გარშემო არსებული სტიგმა დაამარცხოს.

მუსიკალური რგოლი ოპტიმისტური სლოგანით მთავრდება – ”ჩვენ გავიმარჯვებთ, ლეიკემია მარცხდება”.

ვიდეო რგოლში გადაღებულები არიან ის პაციენტები რომლებიც ამჟამად მკურნალობის კურსს გადიან და ისინიც ვინც ლეიკემიისგან სრულად გამოჯანმრთელდნენ.

ლეიკემია შემთხვევათა 70 პროცენტში სრულად განკურნებადი დაავადებაა. მასთან ბრძოლაში საზოგადოების ჩართულობა უმნიშვნელოვანესია”, – აცხადებენ ”სამედიცინო კორპორაცია ევექსის” პრესსამსახურში.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …