დღევანდელ სტატიაში მედიპოლ მეგას საუნივერსიტეტო საავადმყოფოთა ქსელის პედიატრიული ჰემატოლოგიის პროფესორი, პედიატრიული ჰემატოლოგიის ონკოლოგიის დეპარტამენტის ხელმძღვანელი სემა ანაკი ონკოლოგიური დაავადების – ლიმფომასა და ლეიკემიის შესახებ გვესაუბრება.
-თუ შეიძლება, განგვიმარტეთ, რა დაავადებაა ლეიკემია?
ლეიკემია ძვლის ტვინის – ავთვისებიანი სიმსივნეა, რომელიც სხეულში სისხლის თეთრი უჯრედების, ლეიკოციტების, გამომუშავების უბანზე ავთვისებიანი უჯრედების გამომუშავების შედეგად ჩნდება.
-ლეიკემია რომელ ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება უფროხშირად?
ლეიკემია ყველა ასაკობრივ ჯგუფში გვხვდება. განსაკუთრებით მწვავე ლიმფობლასტური ლეიკემია (ALL) 2-7 ასაკობრივ ჯგუფში ხშირად გვხვდება. მწვავე მილოიდური ლეიკემია (AML) 10 წლის ასაკობრივი ჯგუფების შემდეგ. ადოლესანდა უფრო ხშირად გვხვდება თვით ჩვილებშიც კი.
-რა არის დაავადების სიმპტომები?
დაავადების საწყის ეტაპზე ავადმყოფს უვლინდება უმიზეზო ტემპერატურა, დაღლილობის შეგრძნება, სიფერმკრთალე, ძვლის ტკივილები, ჯირკვლების გაგანიერება, სისხლნარევი შარდი, კანზე, ცხვირზე, ღრძილებიდან, სისხლნარევი შარდი, მუცელსა და ნაწლავებზე სისხლდენა. ღვიძლისა და ელენთის გადიდება და სისხლში ცვლილებები.
-დაავადების წარმოშობის მიზეზები რა არის?
ლეიკემიის გამომწვევი მიზეზები დანამდვილებით არავინ იცის, ერთდროულად შეიძლება რამდენიმე უცნობი მიზეზი გახდეს დაავადების წყარო. ცნობილი მიზეზებიდან შეიძლება დავასახელოთ ვირუსები, იონური გამოსხივება, ქიმიური მასალა, ქიმიოთერაპიის დროს გამოყენებული ზოგიერთი წამალი, ზოგი გენეტიკური დარღვევა. ბავშვის მუცლადყოფნის პერიოდში ქრომოსომების დარღვევა, ზოგიერთ გენეტიკურ დაავადებებში იმუნური დეფიციტი, დაუნის სინდრომი, ზოგ ოჯახში გენეტიკურად სიმსივნური დაავადებების სიხშირე.
-ლეიკემიის დაავადების დიაგნოსტირებაროგორ ხდება?
ლეიკემიის დაავადებაზე ეჭვის მიტანის შემთხვევაში, პაციენტს უღებენ სისხლის ანალიზს, კეთდება პარიფერიული სისხლის ნაცხი, ბაზალური ბიოქიმიური ტესტი. ამ ანალიზების ჩატარების შემდეგ აღმოჩენილი დარღვევებით შესაძლოა, განისაზღვროს დაავადება, თუმცა საბოლოო დიაგნოსტირება ხდება ძვლის ტვინის ბიოფსიით. როდესაც პროცედურა ტარდება გამოცდილი სპეციალისტების მიერ, გვერდითი მოვლენები არ აღენიშნებათ. გაუტკივარების მიზნით ბოლო პერიოდში დაიწყო პროცედურის ანესთეზიით ჩატარება, ასევე, აუცილებელია, რომ პროცედურა ჩატარდეს სტერილიზებულ გარემოში, ძვლის ტვინს იკვლევენ სპეციალისტები, რომელთა მიერ ხდება დიაგნოზის დასმაც. გარდა ამისა, ძვლის ტვინის ამ ნიმუშით იმუნოლოგიური, მოლეკულური, გენეტიკური დაავადებების დიაგნოსტირების მეთოდებით დაავადების ტიპი, ქვეჯგუფები და რისკები განისაზღვრება.
-როგორ ხდება ლეიკემიის მკურნალობა?
ლეიკემიის ძირითადი მკურნალობის მეთოდია ქიმიოთერაპია, იშვიათად დამატებით რადიოთერაპიაც ემატება. ძირითადი პრობლემა არის ავადმყოფობის სირთულე და განმეორების საფრთხე. ასეთ შემთხვევებში ქიმიოთერაპიის კურსის დამთავრების შემდეგ პაციენტს უტარდება ძვლის ტვინის ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაცია.
-ქიმიოთერაპიის მკურნალობის დროს დაშემდგომ პერიოდში განსაკუთრებით რას უნდამიექცეს ყურადღება?
ამ პერიოდში პაციენტის იმუნური სისტემა ქვეითდება, ავადმყოფობაც და ჩატარებული ქიმიოთერაპიით მკურნალობაც გზას უხსნის ინფექციებს. პაციენტი უნდა მოერიდოს ხალხმრავალ გარემოს. გააკონტროლოს, რომ საკვები არ შეიცავდეს მიკრობს. უმჯობესია, საკვები მოხარშული სახით მიიღოს. ტემპერატურის აწევის შემთხვევაში დაუყოვნებლივ საავადმყოფოში მოთავსდეს. იმ შემთხვევაში, თუ პაციენტს დასჭირდება ტრანსფუზია, სისხლის გადასხმა, მიეწოდოს.
-მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოთა ქსელში ლეიკემიით მკურნალობისპრიორიტეტები რა არის?
დღესდღეობით ALL ტიპის დაავადების მკურნალობის წარამატება 80%-90% პროცენტია, AML 60%-70% წარმატება მიიღწევა პროფესიონალი ექიმების მიერ ტექნიკურად სრულად აღჭურვილ საავადმყოფოში და რაც მნიშვნელოვანია, სტერილურ და ინფექციებისგან დაცულ გარემოში. მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოთა ქსელი ამ პირობებს სრულად აკმაყოფილებს, რის გამოც წარმატებული მკურნალობის დადებითი შედეგები მაღალია.
-რა არის ლიმფომა?
ლიმფომა ლიმფოიდური ქსოვილის ონკოლოგიური დაავადებაა, რომელსაც ახასიათებს ლიმფური კვანძების გადიდება, შინაგან ორგანოთა დაზიანება და მათში სიმსივნური ლიმფოციტების უკონტროლო დაგროვება.
-ლიმფომის რა ფორმები არსებობს?
მორფოლოგიური სუბსტრატის მიხედვით, დაავადებას ყოფენ ორ ჯგუფად: ჰოჯკინისა და არაჰოჯკინის (ანუ გრანულომატოზურ და არაგრანულომატოზურ) ლიმფომებად. ჰოჯკინის ლიმფომის ბევრი ფორმა არსებობს. მათ შორის ყველაზე გავრცელებულია კლასიკური ჰოჯკინის ლიმფომა, რომელიც, თავის მხრივ, რამდენიმე ქვეტიპადაა დაყოფილი: კვანძების სკლეროზით მიმდინარე ჰოჯკინის ლიმფომად, შერეულ-უჯრედული ჰოჯკინის ლიმფომად, ლიმფოციტების გამოფიტვით მიმდინარე ჰოჯკინის ლიმფომად და ლიმფოციტებით მდიდარი კლასიკური ჰოჯკინის ლიმფომად. რაც შეეხება არაჰოჯკინის ლიმფომას, მისი ყველაზე ხშირი ქვეტიპებია: დიფუზური B უჯრედოვანი ლიმფომა და ფოლიკულური ლიმფომა.
-რა სიმპტომები ახასიათებს ლიმფომას?
დაავადების ძირითადი სიმპტომებია: ლიმფური კვანძების გადიდება, მუდმივი ცხელება, ოფლიანობა, დაღლილობა, წონაში დაკლება, მადის დაკარგვა, ქავილი.
-რამ შეიძლება გამოიწვიოს ეს დაავადება?
დაავადების გამომწვევი მიზეზები ბოლომდე შესწავლილი არ არის, მაგრამ ამ კუთხით ყველაზე დიდი ყურადღება ექცევა: ვირუსულ თეორიას, ბაქტერიულ ფაქტორებს, გენეტიკურ განწყობას, ეკოლოგიურ ფაქტორებსა და სხვადასხვა პრეპარატების ზემოქმედებას.
-რა მეთოდებია მოწოდებული ლიმფომის დიაგნოსტიკისთვის?
სისხლის ანალიზი, ლიმფური კვანძის ბიოფსია, კომპიუტერული ან მაგნიტურ-რეზონანსული ტომოგრაფია (ლიმფომის გავრცელების არეალისა და სტადიის დასადგენად); ძვლის ტვინის ბიოფსია.
– როგორ ხდება დაავადების მკურნალობა და რა პრორიტეტები აქვს მედიპოლისსაუნივერსიტეტო საავადმყოფოთა ქსელშიმკურნალობის ჩატარებას?
ლიმფომის მკურნალობა მოიცავს: ქიმიოთერაპიასა და სხივურ თერაპიას. ხოლო დაავადების რეციდივის ან განსაკუთრებით მძიმე ფორმების დროს, მკურნალობის ერთადერთი გზა ღეროვანი უჯრედების ტრანსპლანტაციაა.
მედიპოლის საუნივერსიტეტო საავადმყოფოთა ქსელში ლიმფომის მკურნალობა პროფესიონალი ექიმების მიერ, ტექნიკურად სრულად აღჭურვილ საავადმყოფოში და რაც მთავარია – სტერილურ და ინფექციებისგან დაცულ გარემოში ტარდება, რაც დიაგნოსტიკისა და მკურნალობის მაღალი სტანდარტებისა და სრულად განკურნების გარანტიას იძლევა.
დაწვრილებითი ინფორმაციისთვის დაუკავშირდით თბილისის წარმომადგენლობას:
- 595 77 90 44
- 322 90 37 47
- lela.chkhaidze@medipol.com.tr