მთავარი » ჯანდაცვა » ლანჩხუთში რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო კლინიკა გაიხსნა
ლანჩხუთში კლინიკაში სულ 78 თანამშრომელია დასაქმებული. მედპერსონალს კი პროფესიული უნარების ასამაღლებლად შესაბამისი ტრენინგები აქვს გავლილი.

ლანჩხუთში რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო კლინიკა გაიხსნა

ცერემონიას ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე ვალერი კვარაცხელია და გურიის გუბერნატორი გია სალუქვაძე დაესწრნენ.

თანამედროვე სადიაგნოსტიკო აპარატურით აღჭურვილი კლინიკა 25 საწოლზეა გათვლილი. სამედიცინო დაწესებულებაში ამბულატორიული და სტაციონარული სერვისების სრული სპექტრია ხელმისაწვდომი.

კლინიკაში პაციენტებს გეგმიური და გადაუდებელი ამბულატორიული, რეანიმაციული, ქირურგიული, თერაპიული, მეან-გინეკოლოგიური, ლაბორატორიული, რადიოლოგიური და ანტენატალური სერვისები მიეწოდებათ. ამავე კლინიკაში გურიაში პირველად C ჰეპატიტის მართვის სახელმწიფო პროგრამა ამოქმედდება. სახელმწიფო პროგრამის ფარგლებში, აქვე იქნება შესაძლებელი კიბოს სკრინინგი და კოლპოსკოპიური კვლევა.

ლანჩხუთის რეგიონული ჯანდაცვის ცენტრის სამედიცინო კლინიკაში სულ 78 თანამშრომელია დასაქმებული. მედპერსონალს კი პროფესიული უნარების ასამაღლებლად შესაბამისი ტრენინგები აქვს გავლილი.

Jandacvis saministro

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …