International Energy Agency-მ მსოფლიოში ჰაერის დაბინძურების მაჩვენებელზე 2016 წლის კვლევა გამოქავეყნა. კვლევა უმეტესად აქცენტს აკეთებს იმ საკითხზე, თუ რამდენად იწვევს ჰაერის დაბინძურებას ენერგიის მიღების პროცესი.
კვლევაში აღნიშნულია, რომ ყოველდღიურად მსოფლიოში ჰაერის დაბუნძურებით 18 000 ადამიანი კვდება. ჰაერის დაბინძურება კი კიბოს და გულის დაავადებებს იწვევს. IEA აღნიშნავს, რომ ჰაერის დაბინძურება ბავშვებში ნაადრევ სიკვდილიანობას იწვევს, მას ასევე შეუძლია გამოიწვიოს ისეთი დაავადებები, როგორიც არის ბრონქოლარული დაავადებები, ფილტვის დაავადებები, ყელის კიბო.
იმის დასადგენად თუ სად არის ყველაზე მაღალი სიკვდილიანობის მაჩვენებელი ჰაერის დაბინძურების გამო, კვლევა შემდეგ კრიტერიუმებს ემყარება:
- გარდაცვლილთა რაოდენობა, რომელიც მიეკუთვნება ჰაერის დაბინძურების რისკ-ფაქტორს, და მიიჩნევა, რომ იქნებოდა პრევენციული თუკი რისკი აღმოიფხვრებოდა.
- მეორე კრიტერიუმი არის ნაადრევი სიკვდილიანობა, რომელიც სიცოცხლის ხანგრძლივობით ითვლება. დასათვლელად კი მეტი წონა ენიჭება ახალგაზრდა ასაკში დაღუპულთა რაოდენობას და ნაკლები ხანდაზმულ ასაკში.
კვლევაში წერია, რომ 2012 წელს (მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის 2016 წლის კვლევაზე დაყრდნობით) მსოფლიოში ჰაერის დაბინძურებასთან დაკავშირებული ფაქტორით, 6,5 ნაადრევი სიკვდილი დაფიქსირდა, – ყოველი 9 სიკვდილიდან 1 ჰაერის დაბინძურებასთან იყო დაკავშირებული.
იმ ქვეყნების სიაში, სადაც ჰაერის დაბინძურებით გამოწვეული რისკების გამო ყველაზე მეტი ადამიანი იღუპება, საქართველო პირველ ადგილზეა. სია არ ითვლის დაღუპილთა რაოდენობას, – არამედ საშუალო მაჩვენებელს ქვეყნის მთლიანი მოსახლეობის რაოდენობასთან შედარებით.