მთავარი » ჯანდაცვა » კუს ტბაში თევზის გაშვება, ზიკას ვირუსთან კავშირში არ არის – დავით სერგეენკო
დავით სერგეენკოს განცხადებით, ზიკას ვირუსის გადამტანი კოღო აღმოჩენილია შავიზღვისპირა რეგიონში კუს ტბაში თევზის გაშვება, ზიკას ვირუსთან კავშირში არ არის.

კუს ტბაში თევზის გაშვება, ზიკას ვირუსთან კავშირში არ არის – დავით სერგეენკო

ჯანდაცვის მინისტრ დავით სერგეენკოს განცხადებით, ზიკას ვირუსის გადამტანი კოღოს სახეობა აღმოჩენილია შავიზღვისპირა რეგიონში და არა კუს ტბაზე.

მინისტრის განმარტებით, კუს ტბაში გამბუზიის ჯიშის თევზის გაშვება, ზიკას ვირუსთან კავშირში არ არის.

“ზიკას ვირუსის გადამტანი კოღოს სახეობა აღმოჩენილია შავიზღვისპირა რეგიონში, არა კუს ტბაზე. კუს ტბაზე ცალსახად ეს არ არის. ასე რომ, დიდი წყალსატევების და შენობის შიდა სივრცეების მასობრივი დამუშავება მიმდინარეობს, ისე როგორც არის მოწოდებული მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციის მიერ. კუს ტბაში თევზის გაშვება ზიკასთან ნამდვილად არ არის კავშირში”, – აღნიშნა სერგეენკომ.

შეგახსენებთ, რომ დღეს ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს გასანადგურებლად გამბუზიის გადმოსასახლებლად ღონისძიება ჩატარდა. რის შედეგადაც ზიკას ვირუსის გამავრცელებელი კოღოს გასანადგურებლად გამბუზია თბილისში და მის ახლოს არსებულ ტბორებში ჩაუშვეს.

pia.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …