მთავარი » მსოფლიო » კულტურული ძეგლების მონახულება დეპრესიის რისკს ამცირებს
კვლევის მიხედვით კულტურული ძეგლების, მუზეუმების მონახულება და გამოფენებზე სიარული ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენს.

კულტურული ძეგლების მონახულება დეპრესიის რისკს ამცირებს

კულტურული ძეგლების, მუზეუმების მონახულება და გამოფენებზე სიარული ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებით გავლენას ახდენს.

ბოლონიის უნივერსიტეტის მკვლევარები ირწმუნებიან, რომ ამ დროს თითქმის 60 %-ით მცირდება ადამიანის ორგანიზმში ე.წ სტრესის ჰორმონ კორტიზოლის გამოყოფა. ბოლონიის უნივერსიტეტის მკვლევართა ჯგუფმა ენზო გროსის ხელმძღვანელობით ხელოვნების ადამიანის ჯანმრთელობაზე დადებითი გავლენა ექსპერიმენტის მონაწილე 100 ადამიანის მაგალითზე შეისწავლა.

ერთდღიანმა ტურმა, რაც იტალიის ღირშესანიშნაობების დათვალიერებას გულისხმობდა მონაწილეებზე დადებითად იმოქმედა და სისხლში ჰორმონის დონეც მკვეთრად შეუმცირდათ.

ჰორმონი კორტიზოლი უკავშრდება არაერთი ფსიქოლოგიური პრობლემის განვითარებას, მათ შორის დეპრესიას. გროსი ამბობს, რომ არტთერაპია მედიცინის უახლესი აღმოჩენაა და მის დანერგვას სამედიცინო სფეროში დრო სჭირდება.

dailysabah.com

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …