მთავარი » მსოფლიო » კოვიდის შემდეგ მსოფლიოს მოსახლეობას სოკოსგან გამოწვეული ინფექციები ემუქრება

კოვიდის შემდეგ მსოფლიოს მოსახლეობას სოკოსგან გამოწვეული ინფექციები ემუქრება

ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაცია შეშფოთებას გამოხატავს იმასთან დაკავშირებით, რომ იზრდება სხვადასხვა სახეობის სოკოების გამძლეობა მკურნალობისადმი, რაც სერიოზულ საფრთხეს უქმნის საზოგადოებრივ ჯანმრთელობას. ყველაზე საშიშ პათოგენებად ორგანიზაციამ კრიპტოკოკი და ობი დაასახელა.

ჯანმომ პირვრლად შეადგინა იმ სოკოების ჩამონათვალი, რომლებიც მოსახლეობას ყველაზე დიდ საფრთხეს უქმნის.

სიაში შევიდა სოკოების 19 სახეობა, რომლებიც სამ კატეგორიადაა დაყოფილი: კრიტიკული, მაღალი საშუალო პრიორიტეტულობის.

პირველ კატეგორიაში შედიან:

Cryptococcus Neoformans, რომელიც კრიპტოკოკოზს იწვევს, მათ შორის – ცერებრულ ფორმას.

Candida auris — კანდიდოზის გამომწვევი სოკო, რომელიც სოკოს საწინააღმდეგო პრეპარატების უმეტესობის მიმართ მედეგია.

Aspergillus fumigatus — ობი, რომელსაც ფილტვების დაავადების გამოწვევა შეუძლია, მათ შორის სიცოცხლისთვის საშიშის.

Candida albicans – ესაა სოკო, რომელიც შესაძლოა ადამიანის ორგანიზმში იყოს. თუმცა იმუნოდეფიციტის მქონე პაციენტებში ლეტალურად საშიში ინფექციები გამოიწვიოს.

მეორე კატეგორიაში შედის: Nakaseomyces glabrata (Candida glabrata), Histoplasma spp., Mucorales, Fusarium spp., Candida tropicalis და Candida parapsilosis.

როგორც ორგანიზაცია აღნიშნავს, სოკოს პათოგენები წარმოადგენს სერიოზულ საფრთხეს საზოგადოებრივი ჯანმრთელობისთვის, რადგან აქტიურად ვრცელდებიან და მკურნალობას ნაკლებად ექვემდებარებიან.

„სოკოვანი ინფექციები იზრდება და სულ უფრო მდგრადი ხდება მკურნალობისადმი, რაც პრობლემა ხდება საზოგადოებრივი ჯანდაცვისთვის მთელ მსოფლიოში,“ – აცხადებენ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციაში.

გასულ წელს სოკოვანი ინფექციები კორონაგადატანილ პაციენტებში ფიქსირდებოდა. ინდოეთში გამოვლინდა შემთხვევები, როდესაც პაციენტები შავი და მწვანე სოკოთი დაავადდნენ.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …