მთავარი » მსოფლიო » კოვიდის მთავარი სიმპტომი ყელის ტკივილი  გახდა, მის გამო კი ადამიანები არ იტესტებიან

კოვიდის მთავარი სიმპტომი ყელის ტკივილი  გახდა, მის გამო კი ადამიანები არ იტესტებიან

რამდენადაც კორონავირუსმა მუტაცია განიცადა და შეიცვალა, იგივე მოხდა სიმპტომებთან მიმართებაშიც.

ამის შესახებ The Independent-ი წერს.

გამოცემის ინფორმაციით, იმ დროს, როცა წინა შტამების ძირითადი სიმპტომები იყო ცხელება, სურდო და ყნოსვის დაკარგვა, ახლა ყველაზე გავრცელებული სიმპტომი ყელის ტკივილია.

„როგორც ჩანს, ჩვენ ვართ მომდევნო ტალღის დასაწყისში. ამჯერად ის ხანდაზმულ ადამიანებს შედარებით ადრე შეეხო, ვიდრე ბოლო ტალღა,“ – აცხადებს აპლიკაცია COVID ZOE-ს დამფუძნებელი ტიმ სპექტორი.

„ახლა კოვიდი ადამიანების ორ მესამედში ანგინით იწყება. ცხელება და ყნოსვის დაკარგვა ახლა ნამდვილად იშვიათობაა, ამიტომ ბევრმა ხანდაზმულმა ადამიანმა შესაძლოა არ იცის, რომ მათ კოვიდი აქვთ. ისინი ამბობენ, რომ გაციებულები არიან, და არ მიდიან ტესტირებაზე,“ – განაცხადა პროფესორმა.

სპექტორი მოუწოდებს მთავრობებს, განაახლონ ძირითადი რეგულაციები, რათა შეაკავონ ინფიცირების შემთხვევების ზრდა. მისი თქმით,  დიდი ბრიტანეთი ამ ეტაპზე თვალებს ხუჭავს პოტენციურ პრობლემებზე, ტესტირებების ლაბორატორიების შემცირებამ კი უკვე მიაყენა დარტყმა ჯანდაცვის ეროვნულ სამსახურს და მთავრობის გეგმას „ცხოვრება კოვიდთან“ –  ყველაფერი ეს კი საგანგაშო ტენდენციებს ქმნის.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …