ამერიკის შეერთებული შტატების ჯანმრთელობის ეროვნულმა ინსტიტუტმა გააანალიზა კოვიდ 19-ით გარდაცვლილი პაციენტების ქსოვილები და აღმოაჩინა, რომ ვირუსი SAR-CoV-2 შესაძლოა ადამიანის მთელ ორგანიზმში გავრცელდეს და ტვინშიც კი შეაღწიოს.
კვლევის ფარგლებში, რომლის შედეგებიც სამეცნიერო ჟურნალ Nature-ში გამოქვეყნდა, მეცნიერებმა 44 ადამიანის ქსოვილები შეისწავლეს, რომლებიც 2020 წლის აპრილიდან 2021 წლის მარტამდე პერიოდში კოვიდით გარდაიცვალნენ.
არცერთი ეს პაციენტი კოვიდსაწინააღმდეგო ვაქცინით არ იყო აცრილი, კორონავირუსის სიმპტომების გამოვლენასა და გარდაცვალებას შორის კი საშუალოდ 18,5 დღეა გასული. პაციენტების საშუალო ასაკი 62,5 წელია.
38 პაციენტის სისხლის პლაზმა SARS-CoV-2-ზე დადებითი აღმოჩნდა, სამ მათგანს კი უარყოფითი პასუხი დაუფიქსირდა.
55 ნიმუშიდან 25-ში ცოცხალი ვირუსი აღმოჩნდა. ერთ შემთხვევაში ვირუსი სიმპტომების დაწყებიდან 230-ე დღეს დაფიქსირდა.
ვირუსი გამოვლინდა როგორც სასუნთქმი სისტემების ორგანოებში, ისე მის გარეთ – თვალებში, ტვინში, გულში, ლიმფურ კვანძებში, საჭმლის მომნელებ ტრაქტში.
როგორც კვლევაშია აღნიშნული, სასუნთქი გზები და ფილტვები დაინფიცირებული და დაზიანებული იყო. რაც შეეხება ტვინს, მეცნიერები აღნიშნავენ, რომ ვირუსის მთელ ორგანიზმში გავრცელების მიუხედავად, რესპირატორული ტრაქტის მიღმა ანთების ან პირდაპირი ვირუსული ციტოპათოლოგიის მტკიცებულებები მცირეა. ამასთან, მეცნიერთა დასკვნით, ზოგიერთ პაციენტში SARS-CoV-2-ს შეუძლია სისტემური ინფექცია გამოიწვიოს და ორგანიზმში თვეების განმავლობაში დარჩეს.