რუსეთში კორონავირუსის დღიური შემთხვევები იზრდება. ბოლო დღე-ღამეში დაინფიცირების 11 754 ფაქტი დადასტურდა, რაც 844-ით აღემატება წინა დღის მაჩვენებელს. ინფორმაციას ოპერატიული შტაბი ავრცელებს.
მისივე ცნობით, ერთ დღე-ღამეში 267 კოვიდინფიცირებული გარდაიცვალა.
მთელი პანდემიის განმავლობაში რუსეთში ინფიცირების 18 მილიონი შემთხვევა დაფიქსირდა, 372 ათასი ადამიანი გარდაიცვალა. თუმცა რუსეთის სტატისტიკის სამსახურის მონაცემებით, კორონავირუსი 660 ათასი ადამიანის სიკვდილის მიზეზი გახდა.
გუშინ რუსეთის ჯანდაცვის მინისტრმა მიხაილ მურაშკომ განაცხადა, რომ არ გამორიცხავენ ქვეყანაში კორონავირუსის ახალი ტალღის დაწყებას. მისი პროგნოზით, კოვიდ 19-ით დაინფიცირების შემთხვევების ზრდა მაისის ბოლო და ივნისის პირველი რიცხვებიდან დაიწყება.