მთავარი » მსოფლიო » კორონავირუსის „ინდური“ შტამი, რომელიც ახალგაზრდებში მაღალი ლეტალობით ხასიათდება, საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა

კორონავირუსის „ინდური“ შტამი, რომელიც ახალგაზრდებში მაღალი ლეტალობით ხასიათდება, საქართველოში ჯერ არ დაფიქსირებულა

კორონავირუსის ე.წ. ინდური შტამი, ვირუსის „ტრადიციულ“ სახეობებთან შედარებით,  20-30 წლის ახალგაზრდებსაც დიდ რისკს უქმნის და დაბალი ასაკის მოქალაქეების კატეგორიაში მაღალ ლეტალობას იწვევს. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

შეგახსენებთ, რომ აღნიშნული შტამი ამ ეტაპზე საქართველოში არ ცირკულირებს და მისგან თავის დაცვის მიზნით ქვეყანამ ინდოეთიდან მომავალი ვიზიტორებისთვის კარანტინის წესები გაამკაცრა – ინდოეთიდან შემოსული პირები PCR-ტესტის მიუხედავად, 14-დღიან კარანტინს გადიან.

პაატა იმნაძის განცხადებითვე, ინდოეთში ამ ეტაპზე ორი ვაქცინა გამოიყენება – ერთი ინაქტივირებულ ვირუსზეა დაფუძნებული, მეორე კი ასტრაზენეკას ინდური წარმოების პრეპარატია. როგორც საქართველოს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილე ამბობს, ორივე ვაქცინა ვირუსის ე.წ. ინდურ ვარიანტის წინააღმდეგ კარგად მუშაობს, თუმცა გამომდინარე იქიდან, რომ ამ ქვეყანაში მოსახლეობის მხოლოდ 4-5% -ია აცრილი, იმუნიზაციის დონე არაა საკმარისი, რომ ეპიდემია შეჩერდეს ისე, როგორც ეს ისრაელში მოხდა, სადაც მოსახლეობის უდიდესი ნაწილი უკვე აცრილია და,შედეგად, ეპიდსიტუაცია ამ ქვეყანაში მკვეთრად გაუმჯობესდა.

პაატა იმნაძის განცხადებით, ამ ეტაპზე საქართველოში არც ე.წ. სამხრეთ აფრიკული და არც ბრაზილიური შტამები არ დაფიქსირებულა და, ტრადიციულ ვირუსთან ერთად მხოლოდ ბრიტანული შტამი ცირკულირებს, რომელზეც შემთხვევების 80% მოდის. პაატა იმნაძის განცხადებით, სწორედ ესაა იმის განმაპირობებელი, რომ საქართველოში კორონავირუსი უფრო სწრაფად ვრცელდება  და უფრო მეტი ახალგაზრდა ხდება ავად.

იხილეთ ასევე

Philips-ი რუსეთისთვის სამედიცინო მოწყობილობების მიწოდებას გააგრძელებს

ნიდერლანდური კომპანია Philips-ი გააგრძელებს რუსეთისთვის ჰოსპიტალური მოწყობილობების მიწოდებას. ამის შესახებ კომპანიის მთავარმა აღმასრულებელმა დირექტორმა როი ჯეიკობსმა …