მთავარი » ჯანდაცვა » საერთაშორისო ორგანიზაციები » კონფერენცია ზრდასრულთა სიმსუქნის მართვის საკითხებზე
ნინო ბერძული ზრდასრულთა სიმსუქნის მართვის საკითხებზე საქართველოსა და ევროპის სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციების ერთობლივ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო.

კონფერენცია ზრდასრულთა სიმსუქნის მართვის საკითხებზე

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილე ნინო ბერძული ზრდასრულთა სიმსუქნის მართვის საკითხებზე საქართველოსა და ევროპის სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციების ერთობლივ საერთაშორისო კონფერენციას დაესწრო.

ნინო ბერძულმა მოხსენებისას ყურადღება ჭარბი წონის პრობლემაზე გაამახვილა და არაგადამდებ დაავადებათა განვითარებაში სიმსუქნის როლი გამოჰყო.

კონფერენციაში საქართველოს სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის პრეზიდენტი, ექიმი-ენდოკრინოლოგი ქეთევან ასათიანი, ევროპის სიმსუქნის შემსწავლელი ასოციაციის პრეზიდენტი ჰერმან ტოპლაკი, სამხრეთ რეგიონის ვიცე-პრეზიდენტი დრაგან მაჩიჩი, სიმსუქნის მართვის სამუშაო ჯგუფის ხელმძღვანელი და სიმსუქნის დარგში ცნობილი ევროპელი ექსპერტები მონაწილეობდნენ.

საერთაშორისო კონფერენციაზე მზარდი ეპიდემიის, კლინიკური გამოკვლევის, სიმსუქნის მკურნალობის ფარმაკოთერაპიის, მეტაბოლური ქირურგიის ევროპული გზამკვლევისა და ბარიატრიული ქირურგიის ჩატარების შემდგომი პერიოდის მართვის საკითხები განიხილეს.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემების თანახმად, ჭარბი წონა არაგადამდები დაავადებების განვითარების ალბათობას ზრდის. ის მსოფლიოში სიკვდილის გამომწვევ მიზეზთა შორის მე-5 ადგილზეა, ხოლო ევროპის რეგიონში ეს მონაცემი 10-13%-ს შეადგენს.

Jandacvis Saministro

იხილეთ ასევე

შემოდგომის სკოლა დღეს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის მოადგილემ, ნინო ბერძულმა ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ოფისის წარმომადგენელ კლაუდია სტეინთან და ჯანმო-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელ მარიჯან ივანუშასთან ერთად გახსნა.

ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემაზე შემოდგომის სკოლა გაიხსნა

საქართველო ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის რეგიონალური ბიუროს მიერ ორგანიზებულ სასწავლო კურსს მასპინძლობს. ჯანდაცვის საინფორმაციო სისტემის განვითარებასა …