მთავარი » ჯანდაცვა » საუნივერსიტეტო კლინიკის 50% გაიყიდა
კლინიკის

საუნივერსიტეტო კლინიკის 50% გაიყიდა

საქართველოს ბანკის შვილობილი Georgia Healthcare Group-ი საკუთარ პორთფელს აფართოვებს. კომპანია GNCo-ს 50 პროცენტს ყიდულობს, რომელიც თბილისის საუნივერსიტეტო კლინიკის 100 პროცენტიანი მფლობელია.

საუნივერსიტეტო კლინიკა თბილისში რამოდენიმე წლის წინ გაიხსნა და ის 450 საწოლს მოიცავს, კლინიკის მშენებლობა საქართველოს ბანკის მიერ ფინანსდებოდა. აღნიშნული შენაძენის შემდეგ, Georgia Healthcare Group-ის პორთფელში, 41 ჯანმრთელობის ობიექტი გაერთიანდება, 2670 საწოლით.

აღნიშნულთან დაკავშირებით, აიპრესს საქართველოს ბანკში განუცხადეს, რომ დეტალების გასარკვევად Georgia Healthcare Group-ს უნდა დავკავშირებოდით, რომლებმაც თავის მხრივ ევექსთან გადაგვამისამართა.

“მხარეთა შორის არის გაფორმებული ურთიერთშეთანხმების მემორანდუმისა და მხარეთა მიერ გარკვეული წინაპირობების დაკმაყოფილების საფუძველზე გაფორმდება ნასყიდობის ხელშეკრულება 50%-იან წილის შეძენაზე”, – განმარტავენ ევექსში.

ipress.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …