მთავარი » ჯანდაცვა » ხელშემწყობი გარემოს შექმნა თამბაქოს ეფექტური საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებისა და დანერგვისათვის საქართველოში
დღეს პროექტ - ”ხელშემწყობი გარემოს შექმნა თამბაქოს ეფექტური საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებისა და დანერგვისათვის საქართველოში” პრეზენტაცია გაიმართება

ხელშემწყობი გარემოს შექმნა თამბაქოს ეფექტური საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებისა და დანერგვისათვის საქართველოში

შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის ორგანიზებით, ხვალ პროექტ – ”ხელშემწყობი გარემოს შექმნა თამბაქოს ეფექტური საგადასახადო პოლიტიკის შემუშავებისა და დანერგვისათვის საქართველოში” პრეზენტაცია გაიმართება.

როგორც ”ინტერპრესნიუსს” დაავადებათა კონტროლის ცენტრიდან აცნობეს, შეხვედრის დროს დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრი წარმოადგენს პროექტის ფარგლებში შემუშავებული დოკუმენტს – ”თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრის პოლიტიკა”, შემდეგ კი ჯანდაცვის სამინიტრო ფინანსთა სამინისტროს დოკუმენტს ოფციალურად გადასცემს.

”თამბაქოს ნაწარმის დაბეგვრის პოლიტიკის დოკუმენტი მომზადებულია პროექტის ექსპერტებისა და სამუშაო ჯგუფის წევრების მიერ – თამბაქოს ნაწარმზე გადასახადების ზრდის, ფასზე და შემოსავლებზე მისი გავლენის, რისკებისა და შესაბამისი ზომების მიღებაზე ფოკუსირებით. შემოთავაზებული დოკუმენტის უმთავრესი მიზანია თამბაქოს მოხმარების შემცირება გადასახადების გაზრდის გზით, რომელიც შეამცირებს თამბაქოთი გამოწვეული სიკვდილიანობის დონეს ქვეყანაში და ამავდროულად გაზრდის საბიუჯეტო შემოსავლებს”, – აცხადებენ დაავადებათა კონტროლის ცენტრში.

interpressnews.ge

იხილეთ ასევე

დეკანოზი გიორგი ჩაჩავა: გაჩერებულია ქვეყანა. ჩვენ სასწრაფოდ უნდა გავიაროთ ეს ვაქცინაცია

თბილისის ინფექციურ საავადმყოფოში წმინდა პანტელეიმონ მკურნალის სახელობის ტაძრის წინამძღვარი, დეკანოზი გიორგი ჩაჩავა საჯაროდ აიცრა. მამა …