ევროპის მოსახლების ნახევარზე მეტი უახლოესი თვე-ნახევარი-ორი თვის განმავლობაში ომიკრონ-შტამით დაინფიცირდება. ამის შესახებ ჯანმრთელობის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპის რეგიონული ბიუროს დირექტორმა ჰანს კლიუგემ განაცხადა.
„ჯანმრთელობის მაჩვენებლებისა და შეფასების ინსტიტუტი (IHME) პროგნოზირებს, რომ რეგიონის მოსახლების 50%-ზე მეტი „ომიკრონით“ უახლოესი 6-8 კვირის განმავლობაში დაინფიცირდება,“ – განაცხადა კლიუგემ.
მისივე თქმით, ბოლო კვირების განმავლობაში დაგროვებული მონაცემები ადასტურებს, რომ ომიკრონი მაღალი გადამდებობით ხასიათდება, რადგან მისი მუტაციები ვირუსს შესაძლებლობას აძლევს, ადვილად დამაგრდეს ადამიანის უჯრედზე. ამასთან, ის აინფიცირებს მათაც, ვინც მანამდე იყო ინფიცირებული ან ვაქცინირებული.
იმავდროულად, კლიუგეს განცხადებით, ჯანმოს მიერ დამტკიცებული ყველა ვაქცინა იძლევა საიმედო დაცვას დაავადების მძიმე მიმდინარეობისა და სიკვდილისგან.
„ქვეყნებს, რომლებსაც ჯერ არ შეხებიათ ომიკრონ-შტამი, აქვთ ბოლო შესაძლებლობა, დაგეგმონ თავიანთი ქმედებები. „ომიკრონი“ უფრო სწრაფად მოძრაობს და უფრო ფართოდ ვრცელდება, ვიდრე SARS-CoV-2-ის ნებისმიერი სხვა ვარიანტი, რომელიც აქამდე გვიხილავს,“ – აღნიშნა ჯანმოს წარმომადგენელმა.
კლიუგე მოუწოდებს ამ ქვეყნებს, შემოიღონ ხარისხიანი პირბადეების გამოყენების ვალდებულება დახურულ სივცეებში და ნიღბები ყველა რისკჯგუფში შემავალ ადამიანებს მიაწოდონ. ასევე შექმნან ყველა აუცილებელი პირობა ყველა მოქალაქის უსწრაფესად ვაქცინაციისთვის როგორც ორი, ისე ბუსტერ დოზით. მისივე თქმით, აუცილებელია ადამიანები რას შეიძლება დროულად გადავიდნენ იზოლაციაში დაავადების პირველივე სიმპტომების შემთხვევაში.