ხანძარი – მიზეზები, რისკები, რეკომენდაციები
რისკები
ხანძრის მიზეზი შესაძლებელია იყოს ადამიანების დაუდევარი ქმედებები და ბუნებრივი მოვლენები. ხანძარი ხშირად ასოცირდება სასოფლო-სამეურნეო სამიწათმოქმედო სამუშაოებთან, დიდია ხანძრის განვითარების ალბათობა გვალვის დროს; 50% შეთხვევაში კი ხანძრის მიზეზი უცნობია.
ხანძრის დროს იღუპებიან ადამიანები და ცხოველები, ნადგურდება სასოფლო-სამეურნეო კულტურები და რესურსები; ხშირად ზარალი მნიშნელოვნად დიდია. ხანძრის დროს შესაძლებელია მოხდეს ავტოსატრანსპორტო, საზღვაო და ავიოკატასტროფები.
ხანძრის დროს წარმოშობილმა კვამლი უარყოფითად მოქმედებს იმ ადამიანთა ჯანმრთელობაზე, რომლებიც ხანძრის კერის სიახლოვეს ცხოვრობენ.
რთულია ფართომასშტაბიანი ხანძრების გაკონტროლება, ხოლო მიწისქვეშა ხანძრები კი კოტროლს არ ექვემდებარება.
ხანგრძლივი დროის განმავლობაში მიმდინარე ხანძარი შესაძლებელია ჰაერის დაბინძურების მიზეზი გახდეს.
ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენენ ხანძრის რისკებზე:
მცენარეული საფარის სიმშრალე (ტენიანობა და მცენარეული საფარის ოდენობა);
ამინდის ცვლილებები, განსაკუთრებით ქარი, რომელიც გავლენას ახდენს ხანძრის გადანაწილებასა და ინტესნივობაზე;
გვალვა, მშრალი სეზონი;
დროული შეტყობინების სისტემის არარსებობა, გაუმართაობა ან ხელმიუწვდომლობა.
ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს მოსახლეობაზე:
გარემოს დამაბინძურებლების ტოქსიურობა;
ზემოქმედების მასშტაბები;
მგრძნობიარე პოპულაციის არსებობა: პატარა ბავშვები, ორსულები, ხანდაზმულები, რესპირატორული პრობლემების, ფილტვის ან გულის დაავადებების მქონე ადამიანები;
დამატებითი ფაქტორები, რომლებიც გავლენას ახდენს ხანძრის წარმოქმნაზე: ეთნიკურობა, სქესი, კვების სტატუსი, სოციალურ-ეკონომიური მდგომარეობა, თამბაქოს მოხმარება;
განსაკუთრებული რისკის პროფესიები: ღია ცის ქვეშ მომუშავენი, მეხანძრეები, საგანგებო სიტუაციებში მომუშავე პირები;
ინფორმაციაზე, ჯანდაცვის სერვისებსა და სასმელ წყალზე ხელმისაწვდომობა;
გარემოს დაბინძურების საწინააღდეგო ღონისძიებების ნაკლებობა;
საცხოვრებელი პირობები;
გაფრთხილების ადრეული სისტემის არარსებობა.
ავადობისა და სიკვდილიანობის ძირითადი მიზეზები
ცეცხლთან მებრძოლების სიკვდილი;
ავტოსატრანსპორტო, საზღვაო და ავიოკატასტროფები (ცუდი ხილვადობის გამო);
სიკვდილიანობა ევაკუაციის დროს.
მწვავე შედეგები
დამწვრობა;
კვამლის ზემოქმების გამო შესაძლოა მოხდეს ყოველდღიური სიკვდილიანობის გაზრდა;
ასთმისა და რესპირატორული დაავადებების შემთხვევების მომატება; გულსისხლძარღვთა დაავადებების შედეგად გამოწვეული სიკვდილიანობის ზრდა;
მწვავე რესპირატორული დაავადებების მომატება ბავშვებში;
გულსისხლძარღვთა და სასუნთქი სისტემის დაავადებების მქონე პირთა ჰოსპიტალიზაციის შემთხვევების ზრდა;
მოსახლეობის მიმართვიანობის ზრდა სამედიცინო დაწესებულებებში;
ფილტვების ფუნქციების დარღვევა.
ქრონიკული შედეგები
კარცენოგენეზის რისკის ზრდა;
ასთმისა და რესპირატორული დაავადებების შემთხვევების ზრდა;
ფილტვის ქრონიკული დაავადებების ახალი შემთხვევები, სიცოცხლის ხანგრძლივობის შემცირება.
გადაუდებელი საჭიროებები
რესპირატორები ჩვილი ბავშვებისა და სხვა ასაკობრივი ჯგუფებისათვის;
სათანადო რჩევა-რეკომენდაციების მიცემა მოსახლეობისათვის;
მოსახლეობის განათლება ხანძრის ჯანმრთელობაზე მავნე ზემოქმედების შესახებ;
ხანძრის რისკის განსაზღვრა;
ადგილზე სამედიცინო დახმარების, ექიმების (მკურნალობა) არსებობა;
ამბულატორიული სამედიცინო დახმარების ხელმისაწვდომობა;
განსაკუთრებით მგრძნობიარე ადამიანების დროებითი თავშესაფრით უზრუნველყოფა;
საკვების/წყლის მარაგის, საკვების/წყლის უსაფრთხოების უზრუნველყოფა;
ამინდის პროგნოზის მუდმივი მეთვალყურეობა.
გახსოვდეთ:
დიდი მნიშვნელობა აქვს მიწათსარგებლობის დაგეგმვას;
ხანძრის დროს გამოყოფილი მყარი ნაწილაკების ამოსუნთქვისას, განსაკუთრებული დაბინძურების შემთხვევაში აუცილებელია სპეციალური ნიღბები, აირწინაღები;
ხანძრის დროს აუცილებელია გარკვეული სიფრთხილის ზომების მიღება;
ყველა სტიქიური უბედურება იწვევს მოსახლეობის ფსიქო-სოციალურ სტრესს, რაც აუცილებლად უნდა იყოს გათვალისწინებული ჯანდაცვის მუშაკებოის მიერ;
წყლისა და ელექტროენერგიის ნაკლებობა ჯანდაცვის სამსახურებზე დიდ გავლენას ახდენს.
წყარო: who.int